წერილები

letters19811981 წელს პირველად გამოიცა ტოლკინის პირადი მიმოწერის ვრცელი არქივი, სიმბოლური სახელწოდებით ’ჯ.რ.რ.ტოლკინი: წერილები’. იგი შედგენილი იქნა ჰემპფრი კარპენტერისა და კრისტოფერ ტოლკინის მიერ. აქ თანდათან წარმოგიდგენთ ამ წერილების თარგმანებს.


შესავალი (ჰ. კარპენტერის მიხედვით)
გარდაცვალებამდე უკანასკნელ პერიოდში, რამდენიმე კვირით ტოლკინს ხელი წაერთვა. ’თურმე, როდესაც ფანქარს ან კალამს ვერ იყენებ, ისეთივე უმწეო ხარ, როგორც ნისკარტის გარეშე დარჩენილი ქათამი’ - ეუბნებოდა იგი გამომცემელს.
მთელ დროს იგი უთმობდა წერას, და არა მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებსა და შუამიწეთის ისტორიებს, არამედ წერილებსაც. მათი ნაწილი საქმიან ხასიათს ატარებს, მაგრამ ძირითადად, ეს მისი საყვარელი საქმიანობა იყო. შედეგად დარჩა წერილების დიდი რაოდენობა და როდესაც ჰ. კარპენტერმა კრისტოფერ ტოლკინის დახმარებით დაიწყო მათი კრებულის შედგენა, ნათელი გახდა, რომ მასალის დიდი რაოდენობა უნდა ამოღებული იქნას და დარჩეს ნაწყვეტები, რომლებიც განსაკუთრებულად საინტერესოა. თავისთავად, უპირატესობა ჰქონდა იმ წერილებს, სადაც ტოლკინი საკუთარ წიგნებზე საუბრობს, მაგრამ კრებული შედგენილია იმ მიზნით, რათა ნაჩვენები იქნას ტოლკინის ინტერესების, ფიქრების მასშტაბი და მის მიერ სამყაროს მკვეთრი და ნათელი, თავისებური, მაგრამ უცვლელი ხედვა.
კერძოდ, ამ წერილებში არ იქნა შეტანილი ტოლკინის მიმოწერა ედით ბრეტთან (მის მომავალ მეუღლესთან) რომელსაც ადგილი ჰქონდა 1913-1918 წლებში. ეს წერილები მკვეთრად გამოხატულ პირადულ ხასიათს ატარებენ და კარპენტერმა კრებულის მომზადებისას შეარჩია მხოლოდ რამდენიმე აბზაცი, რომელსაც კავშირი აქვს თხზულებებთან, რომლებზეც ავტორი იმ პერიოდში მუშაობდა. 1918-1937 წლებში დაწერილ წერილებიდან ცოტა თუ შემორჩა, ხოლო შემორჩენილებში ’სილმარილიონისა’ და ’ჰობიტის’ შესახებ (რომლებიც ამ პერიოდში იქმნებოდა) სამწუხაროდ, არაფერია ნათქვამი.
თუმცა, დაწყებული 1937 წლიდან და პრაქტიკულად, ცხოვრების ბოლომდე, წერილების უწყვეტი ნაკადი მოდიოდა, ხოლმე საკმაოდ დეტალური აღწერებით, იმის შესახებ, თუ როგორ იწერებოდა ’ბეჭდების მბრძანებელი’, ’სილმარილიონზე’ მუშაობაზე და ხშირად ტოლკინის ნაწარმოებების ვრცელი განხილვით.
პუბლიკაციისათვის შერჩეულ წერილებში ადგილები, რომლებიც ამოღებულია, აღნიშნულია ოთხი წერტილით, ხოლო სამი წერტილი თავად ტოლკინის მიერ გამოიყენებოდა. პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში შემოკლებები მხოლოდ ადგილის დაზოგვის მიზნით იქნა გამოყენებული, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში, კონფიდენციალურობის გამო იქნა გამოყენებული ასეთი პაუზები.
წერილების ორიგინალური ტექსტები დატოვებული იყო ყოველგვარი ცვლილებების გარეშე, გარდა მისამართისა და თარიღის. გამონაკლისი ტოლკინის წიგნების სათაურებიც იყო. მაგალითად, ’ჰობიტის’ სათაურს იგი ასე წერდა: the Hobbit, the 'Hobbit', The Hobbit, 'the Hobbit', 'The Hobbit'. იგივე ’ბეჭდების მბრძანებლის’ შემთხვევაშიც იყო. გამოცემის მომზადების პერიოდში სათაურები მიღებული სისტემის მიხედვით იქნა ადაპტირებული, თუმცა საწყისი ფორმა შენარჩუნებული იყო მხოლოდ იქ, სადაც ეს საინტერესო იქნებოდა.
წერილების მთელი რიგი ამ კრებულისათვის დამზადდა ასლებიდან, რომლებსაც ტოლკინი ინახავდა. ცხოვრების ბოლო პერიოდში მან დაიწყო წერილების კოპირება საკოპიო ქაღალდებით. ამით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ არ არსებობს უფრო ძველი წერილების ასლები. სხვა წერილები, წარმოდგენილი კარპენტერის წიგნში, გადაბეჭდილია შავი ვერსიებიდან, რაც განსხვავდებოდა საბოლოო, გადათეთრებული ტექსტებისაგან (თუკი მათი ნაწილი საერთოდ არსებობდა). რიგ შემთხვევებში ტექსტი შედგენილი იქნა ცალკეული შავი ჩანაწერებისაგან. ასეთ შემთხვევაში წერილს ჰქვია ’შავი ვარიანტი’. ტოლკინი მათ დიდ რაოდენობას ერთ-ერთ წერილში თავის შვილ, მაიკლ ტოლკინთან, ხსნის იმით, რომ ’სიტყვები ქმნიან სიტყვებს, მაგრამ ფიქრები გარბიან...’ლაკონურობა’, როგორც ’ხელოვნების სახეობა’, მიიღწევა იშვიათად, s-ს ან უკვე დაწერილის ამოჭრით, რაც, თავისთავად, სინამდვილეში უფრო დიდი დროისა და შრომის საკითხია, ვიდრე ’უსაზღვროდ’ გამოგონება’.
კრისტოფერ ტოლკინთან თანამშრომლობა ამ კრებულის შედგენისას ასეთ პროცესს წარმოადგენდა: კარპენტერმა თავად შეაგროვა და გაშიფრა ყველა წერილი, გამოხატა საკუთარი მოსაზრებები შესწორებების შესახებ, რაც უკვე კრისტოფერთან ერთად სხვადასხვა ფორმით განხორციელდა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ადგილის სიმწირის გამო აუცილებელი გახდა ტექსტის შემოკლება. ასე, თანდათან, მომზადდა წიგნი, რომელსაც ეწოდა უბრალოდ ’ჯ.რ.რ.ტოლკინი: წერილები’.
ფილტრი 
ჩვენება # 
# სტატია ავტორი
1 წერილი #004: ედით ბრეტთან The Hobbit
2 წერილი #003: ედით ბრეტთან The Hobbit
3 წერილი #002: ედით ბრეტთან The Hobbit
4 წერილი #210 (ფილმის ’ბეჭდების მბრძანებელი’ 1958 წლის სცენარის თაობაზე) The Hobbit
5 წერილი #027 (გამომცემლობასთან Houghton Mifflin, ჰობიტის გარეგნობაზე) The Hobbit
6 წერილი #001 (წერილი ედით ბრეტთან, წვიმიან ამინდებსა და კალევალაზე) The Hobbit

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

თავდაპირველად იგი ძალიან გახარებული ჩანდა.
’გავიქეცი! გავიქეცი!’ ყეფდა იგი. მაგრამ ასეთ ყეფას მხოლოდ სათამაშოები თუ გაარჩევდნენ, იქ კი სხვა არავინ ჩანდა. იგი გადაბრუნდა და მოეწყო მშრალ ქვიშაში, რომელიც ღამის ვარსკვლავების შემდეგ კვლავ გაგრილებული იყო.

როვერანდომი


Tolkien.ge