საინტერესო წერილი, რომელიც ჯ.რ.რ.ტოლკინს ეკუთვნის, აუქციონზე 1500 ფუნტზე მეტ თანხად გაიყიდა - მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი წიგნიდან ამოვარდნილი იპოვეს.
ხელნაწერი წერილი, რომელიც ჯ.რ.რ.ტოლკინმა დაწერა ერთ-ერთი ახლადგაცნობილი წყვილის მისამართით, 1700 ფუნტად რიჩარდ უინტერტონის აუქციონის ერთ-ერთ მონაწილეს ერგო. მონაწილემ აუქციონზე წერილის წარდგენისას არც კი აღნიშნა, რომ იგი 'ბეჭდების მრძანებლის' ავტორს ეკუთვნოდა. წერილის წარმოშობა ინტერესს იწვევს.
წერილი დაწერილია 1963 წელს, როდესაც პროფესორი და მის მეუღლე ისვენებდნენ და გაიცნეს წყვილი, რომელსაც ჯონი მიმართავს ასე - 'ძვირფასებო'. ის აღნიშნავს მისი და ცოლის ჯანმთელობას, უსიამოვნო დასვენების პერიოდს და წერილის ადრესატებს მადლობას უხდის გაწეული დახმარებისათვის და გულკეთილობისათვის. წერილს ახლავს საშობაო ბარათი, რომელზეც წარმოდგენილია ჯონისა და წყვილის, უილფრიდისა და ნორას ფოტოსურათი.
პროფესორი წერილში აღნიშნავს, რომ თავად გამოკეთდა, მაგრამ ედითი კვლავ ავადმყოფობს.