თქვენს წინაშეა სალაპარაკო, რომელიც შეიცავს ფრაზებს სინდარულ ენაზე. ისინი აღებულია ძირითადად შუამიწეთის მესამე და მეოთხე ეპოქებიდან.

შუამიწეთში ყველა ელფს შეეძლო ამ ენაზე საუბარი. არნორისა და გონდორის მაღალ ფენებს ასევე შეეძლოთ მისი გამოყენება, რადგან სწორედ ამ ენაზე შეიძლებოდა მნიშვნელოვან მოვლენებზე საუბარი.

ქართულ ენაზე მოცემული ამა თუ იმ ფრაზის ახსნა არ არის ზუსტი. მისი მიზანია მხოლოდ მიახლოებით ახსნას, თუ რას ნიშნავს მოცემული გამოთქმა, რათა მისი საუბრისას გამოყენება სწორად წარიმართოს.


სწორი წარმოთქმა

ხმოვნები

(A/Á/Â) - წარმოითქმის როგორც 'ა', ყელის სიღრმიდან. ბგერის წარმოთქმის ბოლოს ტუჩები დაახლოებით ოვალური ფორმის უნდა იყოს

(E/É/Ê) - წარმოითქმის "ɛ", დაახლოებით როგორც 'ე'.

(I/Í/Î) - წარმოითქმის "i", ანუ 'ი'. სინდარული I ასევე ჰგავს ბგერას Y.

(O/Ó/Ô) - წარმოითქმის "o", ანუ 'ო'. შესაძლებელია, იყოს ოდნავ გაწელილიც

(U/Ú/Û) - წარმოითქმის "u", ანუ 'უ'.

(Y/Ý/Ŷ) - წარმოითქმის "y", ოდნავ ჰგავს 'უ'-ს, ანუ ეს არ არის მთლად 'ი'. ეს არის დაახლოებით Ű.

დიფტონგები

(AE) - წარმოითქმის "aɛ" ანუ 'აი'

(AI) - წარმოითქმის "aj" ანუ 'აი'

(AU) - წარმოითქმის "au" ანუ 'აუ'

(AW) - წარმოითქმის "aw" ანუ 'ოუ'

(EI) - წარმოითქმის "ej" ანუ 'ეი'

(OE) - წარმოითქმის "oɛ" ანუ 'ოი'

(UI) - წარმოითქმის "uj" ანუ 'უი'

თამხმოვნები

(I) ხმოვნამდე იგი წარმოითქმის, როგორც 'ი' და გამოიყენება როგორც თანხმოვანი. თუკი მასზე მახვილია დასმული, წარმოვთქვამთ 'ი'.

(C) ყოველთვის წარმოითქმის, როგორც 'ქ'

(G) ყოველთვის წარმოითქმის, როგორც 'გ'

(F) თუკი სიტყვის ბოლოს არის, ყოველთვის წარმოითქმის, როგორც 'ვ'

(L) ყოველთვის წარმოითქმის, როგორც 'ლ'. თუკი ის მოთავსებულია ე-სა და ი-ს შორის, ან მათ შემდეგ (სიტყვის ბოლოს), წარმოითქმის ʎ, ანუ 'ლ'.

(LH) წარმოითქმის "l̊", ანუ მოგუდული 'ლ'. ოდნავ აქვს 'ჰ'-ს ჟღერადობაც.

(R) წარმოითქმის 'რ'.

(RH) წარმოითქმის "r̊", ანუ მოგუდული 'რ'. ამ დროს თითქოს 'რ'-ს წარმოთქვამთ, მაგრამ გარეთ გამოდის 'ჰ'-ს ნარევი 'რ'.

(PH) წარმოითქმის "f", ანუ f.

(CH) წარმოითქმის "x", ანუ 'ქ'.

(TH) წარმოითქმის "θ", ანუ ს-ს და თ-ს ნარევი, როგორც ინგლისური th.

(DH) წარმოითქმის "ð". ასე წარმოითქმის ინგლისური THE.

(HW) წარმოითქმის "ẘ", როგორც w, ანუ 'უ'-ს მსგავსი წინსართით. ასე წარმოითქმის ინგლისური white.

(NG) წარმოითქმის "ŋg", როგორც ინგლისური finger.


ყველა დანარჩენი ასო ჩვეულებრივად წარმოითქმის.

ფრაზები სინდარულ ენაზე შეიძლება დავაჯგუფოთ შემდეგ კატეგორიებად:

1 მისალმებები
2 დამშვიდობება
3 წარდგენა
4 ურთიერთობა
5 გაცვლა/ყიდვა
6 მოგზაურობა
7 სუფრასთან
8 მეგობრული ფრაზები
9 არამეგობრული ფრაზები
10 შექება
11 შეურაცხყოფები
12 სიყვარული
13 საბოლოო დამშვიდობება
14 საბრძოლო
15 რჩევები
16 წამოძახილები
17 წყევლა-წამოძახილები
18 შეკითხვები
19 მოსვლა/წასვლა
20 მოქმედებები
21 ზედსართავი სახელები
22 ალერსი
23 ოჯახი
24 კომპასის მიმართულებები
25 თვეები
26 სეზონები
27 ციფრები
28 ხალხები

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

გეშინოდეს შენს გულში ცეცხლისა და სიცივის, ეცადე, მოთმინება იქონიო, თუკი შესძლებ.

დაუსრულებელი მოთხრობები


Tolkien.ge