სილმარილიონი

silmcov664664სილმარილიონში, რომელიც იქცა უმთავრესად არდას ისტორიასთან დაკავშირებული წიგნების ჯაჭვში, პირველად იქნა წარმოდგენილი შუამიწეთის ნამდვილი მითოლოგია. უშუალოდ მკითხველი მცირე მინიშნებებს ამ წარსულზე ხედავდა უკვე 'ბეჭდების მბრძანებელში'. მაგრამ რა მოხდა რეალურად მანამ, სანამ ბილბო ბეგინსმა იპოვა უბედური ბეჭედი?
ამ ციკლის პირველი ჩანასახი 1925 წელს გაჩნდა, როდესაც დაიწერა 'მითოლოგიური ჩანაწერი'. მაგრამ პერსონაჟების, თემებისა და სპეციფიური ისტორიების დეტალები იქმნებოდა უკვე 1917 წელს, როდესაც მომავალი პროფესორი იწვა სამხედრო ჰოსპიტალში. იმ დროისათვის ამ კოლექციას თავად უწოდებდა დაკარგული მოთხრობების წიგნს. ისტორიები ამ წიგნიდან ეფუძნებოდა ინგლისურ მითოლოგიას, უფრო სწორედ, მის ნარჩენებს. აქ იყო ინგლისის ისტორიისა და კულტურის დარჩენილი ელემენტების ერთად შეკრების მცდელობა.
ომამდე, 'ჰობიტის' წარმატებით შთაგონებულმა ტოლკინმა დაიწყო შუამიწეთის ისტორიის ძერწვა, მაგრამ გამომცემელმა ის შეაფასა, როგორც 'ზედმეტად კელტური'. რეალური თხოვნა მდგომარეობდა მხოლოდ და მხოლოდ 'ჰობიტის' გაგრძელების შექმნაში.
მაგრამ 'სილმარილიონი' არ იქნა სამუდამოდ გადადებული. სინამდვილეში, 'ბეჭდების მბრძანებელთან' ერთად ყალიბდებოდა შუამიწეთის ისტორიის ეს კუთხეც. 1950-იანი წლების მიწურულს ტოლკინმა განაგრძო 'სილმარილიონზე' მუშაობა, მაგრამ სამუშაო აქ უშუალოდ მდგომარეობდა თეოლოგიური და ფილოსოფიური მხრით არსებული თემების მიმოხილვაში. ჯონი აქტიურად იკვლევდა ბოროტების თემას არდაში, ორკების წარმოშობას, ელფთა ადათ-წესებს, მათი ხელახლა დაბადების ფენომენს და მზის წარმოშობას. ავტორი თავად დაეჭვდა საკუთარი ნაწერების პირველქმნილი ვერსიების რეალობაში და გადაწყდა, რომ ყველა არსებული პრობლემა უნდა იქნას მოგვარებული. სამწუხაროდ, ციკლის სრულყოფილი გადამუშავება მან გარდაცვალებამდე ვერ მოასწრო.
რამდენიმე წლის შემდეგ მისმა შვილმა, კრისტოფერ ტოლკინმა, დაასრულა (ან ნაწილობრივ სისრულემდე მიიყვანა) მამის მიერ წამოწყებული საქმე. ის ცდილობდა, პირველწყაროდ აეღო ჯონის უკანასკნელი დროის ნაწერები. საქმე იმაშია, რომ ბევრი მათგანი პოემის სახეს ატარებდა და საჭირო იყო მათი პროზად გადამუშავება. ასე, მაგალითად, 'ქუენტას' ერთ-ერთი გვიანდელი ვერსია ხელშეუხებელი რჩებოდა 1930-იანი წლებიდან. საბოლოოდ კი ყველაფერი იქცა გენეალოგიების, რუკების, დიდი სარჩევისა და პირველი ოფიციალური ელფური ლექსიკონის კრებულად. 1977 წელს 'სილმარილიონი', როგორც იქნა, ყველამ იხილა.
მიუხედავად უდიდესი წარმატებისა (წარმოიდგინეთ 1977 წელი და პირველი რეაქცია წიგნზე, რომელიც შეიცავს მკითხველისათვის ნაწილობრივ ნაცნობი სამყაროს ახალ ასპექტებს), ბევრი მოყვარული დღემდე კამათობს იმაზე, შეიძლება თუ არა ამ წიგნის ტოლკინის ოფიციალური ბიბლიოგრაფიის ნაწილად ხსენება. როგორც კრისტოფერი ამბობდა, სამწუხაროდ მას ყველა მასალა ხელთ არ ჰქონდა, სხვა შემთხვევაში ხომ შესაძლებელი იქნებოდა განსხვავებული, უფრო სრულყოფილი წიგნის შედგენა. მაგრამ მასზე მთავარი გავლენა მაინც მოახდინა მამის შემოქმედების მოყვარულთა და გამომცემელთა მხრიდან მთავარმა მოთხოვნამ - რაც შეიძლება მალე გამოიცეს მნიშვნელოვანი ცნობარი შუამიწეთის რეალური ისტორიის შესახებ.
1996 წლის ოქტომბერში კრისტოფერის თხოვნით ილუსტრატორმა ტედ ნასმითმა მონაწილეობა მიიღო 'სილმარილიონის' მდიდრულად ილუსტრირებული ვერსიის შექმნაში. ეს ვარიანტი გამოვიდა 1998 წელს. პოპულარობის გამო გამოიცა მეორე ტირაჟიც, უკვე 2004 წელს, კორექტივებით და დამატებითი ილუსტრაციებით.
ქვემოთ წარმოდგენილია 'სილმარილიონის' თავების მოკლე შინაარსი. დიდი იმედი გვაქვს, რომ ოდესმე ეს მნიშვნელოვანი თვალი ტოლკინის ბიბლიოჯაჭვში ოფიციალურად გამოიცემა ქართულ ენაზეც.

თავების შინაარსი

ფილტრი 
ჩვენება # 
# სტატია ავტორი
1 ნაწილი 1: აინულინდალე The Hobbit
2 ნაწილი 2: ვალაქუენტა The Hobbit
3 ნაწილი 3: ქუენტა სილმარილიონი The Hobbit
4 ნაწილი 4: აკალაბეთი The Hobbit
5 ნაწილი 5: ძალაუფლების ბეჭდები და მესამე ეპოქის დასასრული The Hobbit

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

გმირო ბორომირ! ამ კარიბჭიდან სამხრეთით მიდის ეს გრძელი შარა.
მაგრამ შენ ამას ვერ გამოჰყვები, გასავლელად, წინ სხვა გრძელი გზა გაქვს.

ორი ციხე-კოშკი


Tolkien.ge