rogstat

საიტი Tolkien.ge გთავაზობთ ერთგვარი თანამშრომლობის საშუალებას

გაქვთ დაწერილი ესე ან რამე სხვა ტიპის სტატია ჯ.რ.რ.ტოლკინის შემოქმედებასთან დაკავშირებით? ან იქნებ რომელიმე ნაწარმოების ნაწყვეტის სამოყვარულო თარგმანი დაგიწერიათ? გამოგვიგზავნეთ და ჩვენ მას, მცირე გადახედვის შემდეგ, გამოვაქვეყნებთ საიტზე.

Tolkien.ge ფართოვდება. ჩვენ უკვე თითქმის 1 წელია ქართულ ვებ-სივრცეში ვართ და ვაქვეყნებთ ყველაფერს, რაც ჯ.რ.რ.ტოლკინის შემოქმედებას უკავშირდება. მაგრამ ჩვენთვის საინტერესოა ურთიერთობა ტოლკინის სხვა აქტიურ მკითხველებთან. გამომდინარე აქედან, წარმოიშვა იდეა, საშუალება მივცეთ ტოლკინით დაინტერესებულ სხვა მკითხველებს, საკუთარი წვლილიც შეიტანონ საიტის ერთ-ერთი განყოფილების მუშაობაში. მაშ ასე,

რა უნდა იცოდეთ (ანუ ჩვენი მთავარი პირობები)

- სტატია უნდა ეხებოდეს მხოლოდ ჯ.რ.რ.ტოლკინის სამყაროსთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს შეიძლება იყოს როგორც უბრალო მიმოხილვა, ასევე ესე (essay), რომელიმე ნაწარმოების მონაკვეთის თარგმანი და ა.შ.
- სტატიები გამოქვეყნდება მხოლოდ განყოფილებაში ’სტატიები, ესეები, თარგმანები და წერილები’.
- რა თქმა უნდა, არც ერთი სტატია არ გამოქვეყნდება კომერციული მიზნით. ანუ აქედან არც ჩვენ გვექნება რამე სახის ფულადი მოგება, არც თქვენ.
- ყველა სტატიას თავისთავად, დაერთვება ავტორის სახელი ან, მისი სურვილის მიხედვით, საკონტაქტო ინფორმაციაც (პირადი ბლოგი, ელ.ფოსტა და ა.შ.).
- ყველა სტატია გაივლის ჩვენს ხელში და საიტზე გამოქვეყნებამდე გადამოწმდება, მაგრამ ძირითადად, მასში სასვენი ნიშნების და საერთო გრამატიკული სტილის შემოწმება თქვენზე იქნება. ამიტომ, შეეცადეთ, გამოგზავნამდე შეასწოროთ ყველაფერი, რაც სტატიაში არ მოგწონთ.
- დასაშვებია, რომ სტატია იყოს სუბიექტური. საბოლოოდ, თქვენს სტატიებზე ვრცელდება იგივე პირობები, რაც საიტის სხვა მასალებზე - ყველაფერი, რაც მათში ეწერება, მხოლოდ თქვენს პირად აზრს წარმოადგენს.
- საიტზე თქვენი სტატიების გამოგზავნა არ ნიშნავს, რომ თქვენ ხართ საიტის თანაავტორი. ამიტომ, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ნუ დაირქმევთ ’საიტის ავტორს’ ან ’საიტის ადმინისტრატორის’ წოდებას.
- იმ შემთხვევაში, თუ სტატია გამოქვეყნდება, მისი დამატება სტატიების განყოფილებაში ანონსის სახით გავა საიტის ბლოგში (სიახლეებში). ეს ნიშნავს, რომ მას წაიკითხავენ, როგორც კი იგი გამოქვეყნდება.
- საჭიროების შემთხვევაში, თუკი თქვენ გსურთ სტატიაში შეტანილი ინფორმაციის განახლება, ეს სავსებით დასაშვები იქნება. უბრალოდ გამოაგზავნეთ წერილი საკუთარი ელ.ფოსტიდან მიბმული დოკუმენტით, რომელიც შეიცავს შეცვლილ ტექსტს.
- ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით მოგვმართეთ ადმინისტრატორის ელ.ფოსტაზე.

სტატიების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ ფოსტაზე:

statiebilogoდიდი მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდება ამ ჩვენი ინიციატივით! ველით თქვენს სტატიებს!

 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

აბა გამოიცანით, რა მოხდა! მოიტანეს სტაფილო, დაიყოლიეს ვირი და მაგრად დააბეს. მერე გამოიყვანეს სამი პონი (ალბერტის, ეგბერტისა და ჰერბერტის კუთვნილი - აბა სქელო ხომ ისეთი მსუქანი იყო). მერე კი, მას შემდეგ, რაც ბორბლები მანქანას ისევ დაუმაგრეს, პონები და ვირი მიაბეს მანქანის წინა ნაწილზე. მერე მანქანაში მოთავსდნენ - მისტერ ბლისი, მისტერ დეი, მის ნაიტი, ალბერტი, ჰერბერტი, ეგბერტი, სქელო. ძაღლებიც იქვე ჩაისვეს, მათ ვერ ენდობოდი, ალბათ გზად კურდღლებს გამოუდგებოდნენ.

მისტერ ბლისი


Tolkien.ge