~სხვა არსებები არდაში~
ტახი ევერჰოლტი
ეს ტახი ცხოვრობდა ფირიენის ტყეში. 2864 წელს როჰანის მეფე ფოლკამ დალაშქრა ტყე, მოინადირა და მოკლა ეს ტახი, მაგრამ მანამდე ტახმა ის თავისი ეშვებით დაჭრა.
ეთიმოლოგია
უცნობია, არის თუ არა 'ევერჰოლტი' ფირიენის ტყის მეორე სახელი ან ფირიენის ტყის რომელიმე ნაწილის სახელწოდება. ნაწილი ever როგორც ეტყობა, აღებულია ძველი ინგლისური სიტყვიდან eofor, რომელიც ნიშნავს 'გარეულ ტახს'. holt კი ლიტერატურული ტერმინია, რომელიც აღნიშნავს 'ტყეს'.
კატები
ბერუთიელი ტარანონ ფალასტურის, გონდორის მეათე მეფის ცოლი იყო. ცნობილია, რომ მას ჰყავდა ცხრა შავი და ერთი თეთრი კატა. ეს ჩუმი არსებები დედოფლის მიერ გამოიყენებოდა ჯაშუშური დანიშნულებით - მას სურდა ბევრი რამ სცოდნოდა გონდორის მოსახლეობაზე, ამიტომ მათი საიდუმლოებების მოსასმენად კატებს აგზავნიდა, თავად კი თავისუფლად ესმოდა მათი აზრების. გონდორელებს ეზიზღებოდათ კატები, მაგრამ კატებსაც ეზიზღებოდათ...პატრონი. ბერუთიელმა აწამა ისინი, საბოლოოდ კი თავად თეთრი კატა უთვალთვალებდა შავებს.
ამბობენ, რომ ტარანონმა საბოლოოდ ბერუთიელი და მისი კატები ზღვაში გადააგდო. იმ დროიდან მათი კვალი გაქრა.
სხვა კატები
შუამიწეთის სხვა კატებს შორის აღსანიშნავია მეჯინიბის კატა, ნახსენები ფროდოს სიმღერაში, რომელიც მან 'მონავარდე პონიში' იმღერა. 'მონავარდე პონის' მეჯინიბეს ბობს ასევე ჰყავდა კატა. კატა ნახსენებია ბილბოსა და გოლუმის შეჯიბრში, რომელიც გამოცანებზე იყო აგებული.
ძაღლები
ბეორნის ძაღლებიბეორნს, რომელსაც ბილბო ხვდება თავისი მოგზაურობისას, ჰყავდა რამდენიმე რუხი ფერის, გრძელტანიანი ძაღლი, რომლებსაც შეეძლო უკანა თათებზე სიარული, ხოლო წინა თათებით - რომელიმე საგნის ტარება. ბილბოს გაუკვირდა, როდესაც მათ მოართვეს მოგზაურებს სადილი და კარგად ესმოდათ, რას ეუბნება ბეორნი.
ელფების მონადირე ძაღლები
ბნელი ტყის მეფე თრანდუილი და მისი ელფები ირმებზე ამ ძაღლებით ნადირობდნენ
მეგოტის ძაღლები
ეშვი, ბღაუჭა და მგელი - ფერმერ მეგოტის თითქმის მგლების მსგავსი ძაღლები. ისინი იცავდნენ მის ფერმას ბამფერლონგს, რადგან ის შაირის საზღვართან იყო და ხშირად ბევრი უცნობი მიდი-მოდიოდა. 3018 წლის 25 სექტემბერს ფერმას მიუახლოვდა ნაზგული, რომელიც ეძებდა ვინმე ბეგინსს. ბჭაუჭა მიუახლოვდა მას და შეშინებული გაიქცა. იმავე დღეს ფროდო ბეგინსი, სემ გემჯი და პერეგრინ ტუკი მოხვდნენ მეგოტთან. ფენგმა და ბჭაუჭამ პიპინს ყურადღება არ მიაქციეს, თუმცა სემსა და ფროდოს უყეფდნენ, სანამ მეგოტი არ გამოვიდა. საგულისხმოა, რომ ბავშვობაში ფროდო მეგოტის ფერმის ტერიტორიაზე იპარავდა სოკოებს და ასევე გადაეყარა ძაღლებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს სხვა ძაღლები იყვნენ.
ბრის ძაღლები
აქაური ძაღლებიც შეშინებულები იყვნენ, როდესაც გამოჩნდა მისტერ ბეგინსის მაძებარი ნაზგული.
როჰანის ძაღლები
როჰანელებს ასევე ჰყავდათ ძაღლები. როდესაც გენდალფი, მეფე თეოდენი და სხვები მიუახლოვდნენ დანგრეულ ორთანკს, სარუმანმა თეოდენს მწარედ მიმართა - ''რა არის ეორლის სახლი, თუ არა ჩალის ბეღელი, სადაც ავაზაკები ნარწყევში იგუდებიან, ხოლო მათ ნაშიერებს ძაღლებთან ერთად სძინავთ?''.
ჰუანი
ჰუანი ძაღლებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ვალინორის ძაღლად წოდებულმა ამ არსებამ თავი გამოიჩინა ბერენისა და ლუთიენის ისტორიაში, როდესაც ლუთიენი მიიყვანა ანგბანდში. გზად იგი გაუმკლავდა მაქცია დრაუგლუინსა და თურინგვეთილს, რომელიც ღამურის სახეს ღებულობდა. ორივე საურონის მსახური იყო. ჰუანმა ასევე სახელი გაითქვა გიგანტურ მგელთან, კარჰაროთთან ბრძოლაში.
მელიები
პირველ ღამეს, როდესაც ჰობიტები ბეგ ენდიდან გადიან და იძინებენ ტყეში, მათ ჩაურბენს მელა. იგი გაიფიქრებს ''ჰობიტები! ნეტავ, კიდევ ვინ გამოივლის? აქ ბევრი რამ მინახავს, მაგრამ თითქმის არ გამიგონია, რომ ჰობიტს ეძინოს გარეთ, ხის ქვეშ. თან სამი! ეს ძალიან უცნაურია''. სხვა წყაროებში მელიები ნახსენები არ არიან. საგულისხმოა, რომ ამ რამდენიმე სტრიქონში ჯერ კიდევ სუფევს პროფესორის სხვა ნაწარმოებებისათვის დამახასიათებელი ზღაპრული ტონი, რომელიც განგებ იკარგება 'ბეჭდების მბრძანებლის' შემდეგი თავებიდან.
დიდი მხეცები
მზიდავი მხეცები, რომლებსაც იყენებდა საურონი. დანამდვილებით უცნობია, რა ტიპის ცხოველები იყვნენ, რადგან მათი აღწერა არსად არის. მინას ტირითის აღების თავში ნახსენებია, რომ ისინი ზიდავდნენ საბრძოლო ბატარეას, გრონდს, რომლითაც დაინგრა ქალაქის კარი.მეორე ვერსიით, 'დიდ მხეცებში' მუმაკები იგულისხმებიან.
პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიაში ასევე შეგვიძლია უცნაური გიგანტური არსებების ხილვა, რომლებიც მარტორქისა და დინოზავრის შუალედურ სახეს ატარებენ. თუმცა, შესაძლოა, ეს მხოლოდ ფილმის შემქმნელთა ფანტაზიას წარმოადგენს
ორომეს იაკები (Kine of Araw)
ველური თეთრი ბეწვის მქონე იაკები შუამიწეთის აღმოსავლეთიდან. ისინი ცხოვრობდნენ რუნის ზღვასთან. ლეგენდის მიხედვით, სწორედ ვალარმა ორომემ, დიდმა მონადირემ გამოაგზავნა ისინი. ვორონდილი, 1919-2029 წლებში გონდორის მმართველი, ასევე დიდი მონადირე იყო და მან დაჭრა ერთ-ერთი ასეთი იაკი, ხოლო მისი რქისგან გააკეთა საყვირი. ეს საყვირი დაჰქონდა გონდორის ყველა მმართველის მემკვიდრეს, მათ შორის - ბორომირსაც. თუმცა, ბორომირის დაღუპვის შემდეგ ტრადიცია შეწყდა.
კირინკი
ფრინველის ესა სახეობა ნუმენორში იყო გავრცელებული. შეფერილობა ალისფერი ჰქონდათ, ზომით კი დაახლოებით ნარჩიტას მსგავსები იყვნენ. მათ სასაცილო ჭიკჭიკი ჰქონდათ, რომელიც ხშირად ადამიანებს არც ესმოდა. ასე თუ ისე, გამოდის, რომ კირინკები სამოთხის ჩიტების ანალოგს წარმოადგენდნენ.ეთიმოლოგია
სიტყვის 'კირინკი' წარმოშობა უცნობია. ამბობენ, რომ ფუძე არის ქუენიური 'kir' - 'გაპობა, გაჭრა'. აქედან წარმოიშვა სიტყვა kirya - 'გემი' და კნინობითი დაბოლოება inkë.
ნიკერბრიკერები
საშინლად მომაბეზრებელი კალიების მსგავსი მწერები, რომლებიც ქინქლების ჭაობში ბინადრობენ. სემ გემჯიმ მათ უწოდა 'ნიკერბრიკერები', რადგან ისინი გამოსცემდნენ უცნაურ ხმებს - 'ნიკ ბრიკ, ნიკ ბრიკ'. ჭაობზე ასეთი ათასობით ცხოვრობდა და ჰობიტებს ღამით მოსვენებას არ აძლევდა.
წყლის გუშაგი
უცნაური, საცეცებიანი არსება, რომელიც ცხოვრობდა მორიის დასავლეთ კარიბჭესთან მდებარე პატარა ტბაში. გენდალფის აზრით, გუშაგები მოვიდნენ ნისლიანი მთების წყლებიდან. 2944 წელს მან მოკლა ოინი, ბილბო ბეგინსის ერთ-ერთი თანმხლები ეული მთისკენ მიმავალ გზაზე.
როდესაც ბეჭდის საძმო შევიდა მორიაში, გუშაგმა თავისი საცეცით ფროდო ფეხით დაიჭირა. სემმა მოკვეთა საცეცი, მაგრამ წყლიდან გამოჩნდა კიდევ მრავალი. საძმომ შეაღწია მორიაში, მაგრამ გუშაგმა დაუკეთა მათ კარი. ბილმა, სემის პონიმ, შესძლო გაქცევა და თავად მოძებნა ბრის გზა.
უცნობია, რატომ დაესხა ეს გუშაგი თავს საძმოს - იცავდა ის მორიას თუ მოქმედებდა სარუმანის/საურონის განკარგულებით. მორიის ამბის მერე კი ის საბოლოოდ გაქრა.
პერსონაჟის შექმნა, როგორც ეტყობა, განაპირობა ცნობილმა ლეგენდამ გიგანტურ მოლუსკებზე, კრაკენებზე, რომლებიც ნორვეგიისა და ისლანდიის ზღვებში იმალებოდნენ.











