ყორღანების ავი სულები


ეს ბოროტი სულები ბუდობდნენ ბორცვიან დაბლობებში, ყორღანებზე, ერიადორში. თავდაპირველად, აქ ცხოვრობდნენ დუნადანები და მათი ნათესავები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ისინი 1636 წლის დიდმა ჭირმა შეიწირა, გრძნეულმა მეფემ ანგმარიდან და რუდაურიდან აქ სულები გამოგზავნა. ეს ადგილი შიშმა მოიცვა და ჰობიტებმაც იცოდნენ ამის შესახებ. 3018 წლის სექტემბერში ფროდომ და მისმა მეგობრებმა აქ ამოჰყვეს თავი და კინაღამ შეეწირნენ სულებს, მაგრამ ისინი გადაარჩინა ტომ ბომბადილმა. შემდეგ კი ბორცვების წყევლა სამუდამოდ დაინგრა და არც ერთი ასეთი სული აქ აღარ გამოჩენილა.

ქვის გოლიათები

ეს პერსონაჟები ჩნდებიან 'ჰობიტში', როდესაც მოგზაურები ტოვებენ რივენდელს და მთებისაკენ მიემართებიან. გოლიათები, სიუჟეტის მიხედვით, ერთმანეთს ეთამაშებოდნენ - ისროდნენ და იჭერდნენ უზარმაზარ ლოდებს, შემდეგ კი უფსკრულში გადაუძახებდნენ და ამსხვრევდნენ. ვრცელი ინფორმაცია მათზე არ არსებობს.


ოგრები

მითოლოგიების ტრადიციული პერსონაჟები. პროფესორი მათ მხოლოდ ერთხელ აღნიშნავს, როდესაც 'ჰობიტში' გოლუმზე საუბრობს. გოლუმის მეხუთე გამოცანას მოჰყვება ბილბოს ფიქრები გოლიათებსა და ოგრებზე (2009 წლის თარგმანში - კაციჭამიებზე). სავარაუდოდ, ოგრები შუამიწეთის ხალხთა გონებაშიც მითიურ არსებებს წარმოადგენდნენ.

ბეწვმცვლელები

მათ ცოტა რამ არის ცნობილი. ტოლკინთან ასეთი რასის წარმომადგენელი მხოლოდ ბეორნია, რომელსაც შეეძლო სხვა ცხოველად გადაქცევა. სავარაუდოდ, არსებობდნენ სხვა მსგავსი არსებებიც

სისხლის მწოველები

ტოლკინთან ნახსენებია ეს არსებები (ვამპირების სახელით), თუმცა ამ შემთხვევაში, ვამპირი შორს არის იმ არსებებისგან, რომლებიც წარმოგვიდგება თვალწინ ამ სიტყვის წარმოთქმისას. სინამდვილეში, მის შემოქმედებაში ვამპირი თითქმის არავინ არის. მაგრამ ორი პერსონაჟი მაინც ჯდება 'ვამპირის' დეფინიციაში - თურინგვეთილი (ღამურა) და თავად საურონი. ცნობილია, რომ ორივე ღამურის მსგავს არსებად გარდაიქმნა.
სისხლის მწოველები ასევე ჩნდებიან ხუთი ლაშქრის ბრძოლაში, 'ჰობიტში'. ისინი თან მიჰყვებიან გობლინებს. შესაძლოა, რომ ისინი სისხლის მწოველებიც არ არიან, მაგრამ იქცევიან, როგორც ვამპირები, რადგან სწორედ ასე ესხმიან თავს თავის მტრებს.
მაქციები

მორგოთის მსახურები, მგლის იერით. მათი სახელი დაკავშირებულია საურონთან, რომელმაც ერთხელ თავად მიიღო დიდი მგლის ფორმა.
მიულიპები

იდუმალი რასა, რომელიც ნახსენებია ჰობიტების ერთ-ერთ ლექსში. უცნობია, თუ როგორები არიან ისინი ან საერთოდ, არსებობდნენ თუ არა.
ამასთან, ამბობდნენ, რომ არსებების ეს კატეგორია ცხოვრობდა მერლოკის მთების მიღმა, ბნელი მდელოს მიდამოებში, სავარაუდოდ, დასავლეთით.
მაქცია გველეშაპები

უცნაური არსებები, რომლებიც უფრო ახლოს იყვნენ დრაკონებთან. ისინი ცხოვრობდნენ უკანასკნელ უდაბნოში. ტოლკინი მათ მხოლოდ ერთხელ ახსენებს, ვრცელი მონაცემები მათ შესახებ არ არსებობს. ჰობიტები მათ ხშირად ახსენებდნენ თავიანთ ხალხურ შემოქმედებაში.
ველური ადამიანები

ტოლკინთან მათ Woodwose ეწოდებათ. ისინი იყვნენ ადამიანის მსგავსი არსებები, ბეწვიანი და ველურები, რომლებიც ტყეში ცხოვრობდნენ. საეროსმა ასე დორიათში უწოდა ტურინს. ველურ ადამიანებს პირდაპირი კავშირი აქვთ დრუადანებთან, რომლებიც დაეხმარნენ როჰანის ჯარებს, ბეჭდის ომის დროს.
უსახელო არსებები

უცნაური, იდუმალი და უძველესი არსებები, რომლებიც სამყაროს სიღრმეში იმალებოდნენ. გენდალფი მათ გადააწყდა მორიაში, მაგრამ ბეჭდის საძმოს სხვა წევრებს არაფერი უამბო მათ შესახებ. ცნობილია, რომ ისინი უბრალოდ არსებობდნენ არდას სიღრმეში.
 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

მაშ, კარგი. მე ენტი ვარ, ანუ ასე მეძახიან. ჰო, ჩემნაირ არსებას ენტი ჰქვია. უფროსი ენტი, აი ვინ ვარ მე თქვენთვის. ზოგი ფანგორნსაც მიწოდებს, ზოგი - ხისწვერას. ხისწვერა, ალბათ, ყველაზე მოსახერხებელია.

ორი ციხე-კოშკი


Tolkien.ge