tolkienbiobanner


1891
• მეიბლ საფილდი გაემგზავრა აფრიკაში თავის საქმროსთან - ართურ ტოლკინთან


1892 • 3 იანვარს, ქ. ბლუმფონტეინში ტოლკინების ოჯახში გაჩნდა პირველი ვაჟი - ჯონ რონალდ რუელი

1894 • დაიბადა ჯონ რონალდ რუელის უმცროსი ძმა - ჰილარი ართურ ტოლკინი

1895 • მეიბლ საფილდ-ტოლკინი თავის ვაჟებთან ერთად დაბრუნდა ბრიტანეთის კუნძულებზე და ქმრის ჩამოსვლამდე დაბინავდა ბირმინგემში

1896 • აფრიკაში გარდაიცვალა ართურ ტოლკინი. მეიბლ ტოლკინი დასახლდა მცირე კოტეჯში სეირჰოულში, ბირმინგემთან ახლოს. დედამ შეასწავლა პატარა ჯონ რონალდს ლათინური, ფრანგული და გერმანული, ხატვა და კალიგრაფია.

1900 • მეიბლ ტოლკინმა და მისმა ვაჟებმა მიიღეს კათოლიკობა. ჯონ რონალდმა დაიწყო სიარული ქინგ ედვარდსის სკოლაში, ბირმინგემში.

1903 • ჯონ რონალდი გახდა ქინგ ედვარდსის სკოლის სტიპენდიანტი და დაიწყო ბერძნულისა და შუასაუკუნეების ინგლისურის შესწავლა

1904 • მეიბლ საფილდ-ტოლკინი გარდაიცვალა დიაბეტისგან. ჯონისა და მისი ძმის ჰილარის მეურვე გახდა მამა ფრენსის მორგანი. ბიჭები გადავიდნენ საცხოვრებლად ნათესავთან

1906 -11 • ჯონ რონალდმა შეისწავლა ძველი ინგლისური, გოთური და ძველნორვეგიული, ასევე გამოიგონა საკუთარი ენები, თავის გრამატიკითა და ისტორიით, ამ ენებზე მან შეთხზა ლექსებიც.0023-11

1908
• ძმები ტოლკინები გადავიდნენ მისის ჰილარის პანსიონში, სადაც ჯონი შეხვდა 19 წლის ედით ბრეტს

1909 • ედითსა და ჯონს შეუყვარდათ ერთმანეთი. ამის შესახებ გაიგო მამა მორგანმა, რომელსაც ებარა ჯონის მეურვეობა. მან ჩათვალა, რომ ქორწინება ნაადრევი იქნებოდა და ჯონის კარიერულ წინსვლას შეუშლიდა ხელს. ჯონის მცდელობა, მაღალი სტიპენდიის მისაღები გამოცდა ჩაებარებინა, წარუმატებლობით დასრულდა.

1910 • ძმები სხვაგან დაბინავდნენ. მორგანმა ჯონ რონალდს აუკრძალა შეხვედრა ედითთან 21 წლამდე. ამ უკანასკნელმა კი დატოვა ბირმინგემი.

1911
• ჯონ რონალდი გაერთიანდა ”ჩაის კლუბში” (აჩრდილთა საზოგადოებაში), სადაც თავის თანაკლასელებთან ერთად ატარებდა დისკუსიებს საყვარელ თემებზე. ამავე წელს მან ჩააბარა ოქსფორდში.

1912 • ჯოზეფ რაიტის ხელმძღვანელობით ჯონმა შეისწავლა შედარებითი ფილოლოგია. ჩაეწერა მოხალისედ კავალერიაში. გაეცნო ნაშრომებს ფინურ მითოს ”კალევალაზე”. წერდა ლექსებს

1913 • 21 წლის შესრულებისთანავე მან იპოვა ედითი, რომელიც მის გამო დაშორდა სხვა მამაკაცს, რომელზეც უკვე დანიშნული იყო. ჯონი გადავიდა კლასიკის განყოფილებიდან ინგლისური ენის ფაკულტეტზე. იგი აგრძელებდა ძველნორვეგიულის შესწავლას.

1914 • ედითი გახდა კათოლიკე. ჯონი და ედითი დაინიშნენ. ინგლისმა გამოუცხადა ომი გერმანიას. ჯონმა გადაწყვიტა დიპლომის აღებამდე გადაედო თავისი მსახურება ჯარში. ამავე წელს მან დაწერა ”ეარენდელის, საღამოს ვარსკვლავის მოგზაურობა”.

1915 • ჯონ რონალდმა გამოსაშვებ გამოცდებზე მიიღო პირველი პრემია და ამავე წელსვე ჩაეწერა ჯარში. წერდა ლექსებს ”ზღაპრულ ენებზე”.

inklings21916 • ტოლკინი და ედით ბრეტი დაქორწინდნენ. ჯონი გაემგზავრა საფრანგეთში და სომის მახლობლად იბრძოდა. ნოემბერში ომში მიღებული ტრავმის გამო იგი დააბრუნეს ინგლისში

1917 • გამოჯანმრთელების შემდეგ მან დაიწყო ”დაუსრულებელი მოთხრობების” წერა. მას შეეძინა პირველი ვაჟი ჯონი

1918 • რონალდი ჯერ კიდევ აგრძელებდა სტაფორდშირში მსახურებას და ”დაუსრულებელ თქმულებათა წიგნის” წერას. ომის დასრულების შემდეგ ის მიღებულ იქნა ინგლისური ენის (მომავალ ოქსფორდის ლექსიკონის) ლექსიკონის შემქმნელთა კლუბში და მუშაობდა ასო W-ზე

1920 • ტოლკინი მიღებულ იქნა ლიდსის უნივერსიტეტში ლექტორად. მას შეეძინა მეორე ვაჟი - მაიკლი. ამ პერიოდში მან თავისი პატარა ვაჟებისათვის დაიწყო ” შობის ბაბუის წერილების” წერა.

1922 • გამოაქვეყნა შუასაუკუნეების ინგლისური ენის ლექსიკონი. თავის ახალ თანამშრომელთან ე. გორდონთან მან წამოიწყო მუშაობა ”სერ გავეინისა და მწვანე
the_hobbitb1რაინდის” ახალ რედაქციაზე

1924 • ის გახდა ლიდსში ყველაზე ახალგაზრდა პროფესორი. მას შეეძინა უმცროსი ვაჟი კრისტოფერი

1925 • გამოქვეყნდა ”სერ გევეინი და მწვანე რაინდი”.

1926 • ჩამოყალიბდა საზოგადოება ”ინკლინგები”, რომლის წევრებიც შეისწავლიდნენ ისლანდიურ და ნორვეგიულ საგებს. წევრებს შორის იყვნენ პროფესორი ტოლკინი და მისი მომავალი ახლო მეგობარი კლაივ სტეიპლზ ლუისი (”ნარნიის ქრონიკებისა” და ტრილოგია ”პერელანდრას” ავტორი)

1928 • პროფესორმა პირველად გამოიგონა სიტყვა ”ჰობიტი”, როდესაც შემთხვევით, თავისი სტუდენტის რვეულში ჩაწერა ფრაზა: ”სოროში ცხოვრობდა ჰობიტი”

1929 • ჯონ ტოლკინს შეეძინა ერთადერთი ქალიშვილი პრისცილა

1930 • ოფიციალურად დაფუძნდა ”ინკლინგების” საზოგადოება, უმაღლესდამთავრებულის ტანჯი ლინის ხელმძღვანელობით. ”ინკლინგებს” 1939 წელს შემოუერთდა ჩარლზ უილიამსი. პროფესორმა დაასრულა სილმარილიონის პირველ რედაქციაზე მუშაობა. მან დაწერა ”ჰობიტის” პირველი ვერსია, რომელიც წყდებოდა დრაკონ სმაუგის სიკვდილზე

1932 • ”სილმარილიონზე” მუშაობის მიუხედავად, პროფესორი ”ჰობიტის” საქმეს აუმჯობესებდა. მან წააკითხა ლუისს ”ჰობიტის” რამდენიმე თავი

1934 • ტოლკინმა მიიღო ნებართვა სამეცნიერო კვლევებზე

Lord-of-the-Rings11936 • გამომცემლობამ ”ალენ და ანვინი” შეიტყო დაუსრულებელ ”ჰობიტზე” და შეუკვეთა იგი ტოლკინს.
ოქტომბერში წიგნი დასრულებული იქნა. 25 ნოემბერს ბრიტანულ აკადემიაში ტოლკინი გამოვიდა ლექციით ”ბეოვულფი: ურჩხულები და კრიტიკოსები”, რომელიც შემდგომში დაამუშავა და გამოაქვეყნა

1937 • 21 სექტემბერს გამოიცა ”ჰობიტი”, რომელსაც მოჰყვა კრიტიკოსების ქება-დიდება და დიდი ფინანსური წარმატება. სტელნლი ანვინმა მოითხოვა ”ჰობიტის” გაგრძელება. პროფესორმა მას შესთავაზა ”სილმარილიონი” და ”შობის ბაბუის წერილები”, რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. დეკემბერში კი მან დაიწყო ”ბეჭდების მბრძანებლის” წერა

1938 • ”ფერმერი ჯაილსი ჰემელი” თითქმის დასრულებულია. შეერთებულ შტატებში გამომცემლობა ”ჰაუტონ მიფლინის” მიერ გამოიცა ”ჰობიტი”, რომელმაც მიიღო გაზეთ ”ნიუ-იორკ ჰერალდ თრიბიუნ”-ის პრემია, როგორც სეზონის საუკეთესო წიგნმა. ტოლკინმა დაწერა ”ბეჭდების მბრძანებლის” პირველადი ვარიანტის 12 თავი

1939 • უნივერსიტეტ სენტ-ენდრიუში გამოვიდა ლექციით ”ზღაპრების შესახებ”. ამ პერიოდისთვის მას უკვე დაეწერა ”ბეჭდების მბრძანებლის” 16 თავი

1940 • გამოსცა ჯონ ჰოლის ”ბეოვულფის” თარგმანისათვის წინასიტყვაობა

1942 • ბომბმა ააფეთქა საწყობი, რომელშიც ინახებოდა ”ჰობიტის” ტირაჟის საკმაოდ დიდი ნაწილი

1943 • კრისტოფერ ტოლკინი გაერთიანდა სამხედრო საჰაერო ძალებში

1944 • ჯონ რონალდს კრისტოფერთან ჰქონდა გრძელი მიმოწერები. პროფესორმა შვილს გაუგზავნა ”ბეჭდების მბრძანებლის” V წიგნის ახალი თავები.

1945 • გამოიცა ”ნიგლის ფურცელი” (”Leaf by Niggle”). ტოლკინი გახდა ოქსფორდის მერტონის კოლეჯის ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი. მისი ურთიერთობა კლაივ ლუისთან გაუარესდა
tomb1962

1947 • გამოიცა ესსე ”ზღაპრების შესახებ”

1948
• თითქმის დაასრულა ”ბეჭდების მბრძანებელი”

1949 • გამოიცა ”ფერმერი ჯაილსი ჰემელი”

1950
• ტოლკინი ცდილობდა შეთანხმებულიყო ”სილმარილიონისა” და ”ჰობიტის” გაგრძელების შესახებ გამოცემაზე გამომცემელ კოლინსთან

1951
• გამოიცა ”ჰობიტის” გადამუშავებული ვერსია

1952 • კოლინსისა და ტოლკინის შეთანხმება არ შედგა. პროფესორი დათანხმდა გამომცემლობა ”ალენ და ანვინის” შემოთავაზებაზე ”ბეჭდების მბრძანებლის” გამოცემაზე ”სილმარილიონის” გარეშე

1954-55
• გამოიცა ”ბეჭდის საძმო”, ”ორი ციხე-კოშკი” და მოგვიანებით - ”მეფის დაბრუნება”

1956 • ”ბეჭდების მბრძანებელი” გამოიცა ჰოლანდიურ ენაზე. მომდევნო 30 წლის განმავლობაში ტრილოგია გამოვიდა გერმანულ, დანიურ, შვედურ, ნორვეგიულ, ფინურ, პოლონურ, იტალიურ, ფრანგულ (არ გამართლდა), ესპანურ და რუსულ ენებზე.

0004331959
• ტოლკინი სამსახურიდან წავიდა - დატოვა უნივერსიტეტი.

1962 • გამოქვეყნდა ”ტომ ბომბადილის თავგადასავალი”


1963 • 22 ნოემბერს გარდაიცვალა პროფესორის მეგობარი და ”ინკლინგების” წევრი კლაივ სტეიპლზ ლუისი

1964 • გამოიცა ”ხე და ფოთოლი”

1965 • ამერიკულმა გამომცემლობამ ”ეის”-მა გამოაქვეყნა ”ბეჭდების მბრძანებლის” მეკობრული ვერსია. ამავე წელს გამომცემლობა ”ბალანტაინმა” გამოაქვეყნა ტრილოგიის ავტორიზირებული გამოცემა. ტოლკინმა დაიწყო ”მჭედელი დიდი ვუტონიდან”-ის წერა.”ბეჭდების მბრძანებელი” დიდი პოპულარობით სარგებლობდა ა.შ.შ-ს ახალგაზრდობაში. დაფუძნდა პირველი ამერიკული ჯ.რ.რ. ტოლკინის საზოგადოება

1966 • გამოიცა ”ჰობიტის” მესამე გადამუშავებული ვერსია. ამავე წელს გამოვიდა ლექსი ’ბილბოს უკანასკნელი სიმღერა’ - პოლინ ბეინსის მიერ ილუსტრირებული ბროშურა.

1967
• გამოიცა მოთხრობა ”მჭედელი ვუტონიდან”

1968 • ტოლკინების ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ზღვასთან, ბორნმუთში

1970 • ინგლისური ენის ოქსფორდის ლექსიკონში შევიდა სიტყვა ”ჰობიტი”

1971 • 29 ნოემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ტოლკინის საყვარელი მეუღლე ედით ბრეტ-ტოლკინი

1972 • ამ წლის მარტში ტოლკინი დაბრუნდა ოქსფორდში. დიდი ბრიტანეთის დედოფალმა უბოძა ოქსფორდის სადოქტორი ხარისხი და ბრიტანეთის იმპერიის კომანდორის ტიტული

1973 • 2 სექტემბერს პროფესორი გარდაიცვალა. იგი დასაფლავებულ იქნა ოქსფორდში, ედითის გვერდით.

 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

წამლობა არ უნდა პატარას! ვერ ხვდება, რომ მისთვის კარგი გვინდა! ოჰო-ჰო, რას გავერთობით ამასთან მოგვიანებით!

ორკები, ’ორი ციხე-კოშკი’


Tolkien.ge