არდა (Arda) ქუენიაზე ნიშნავს 'სამყაროს'. ასე ეწოდება მთელ მსოფლიოს, რომელშიც შედიოდნენ როგორც შუამიწეთი, ასევე ამანი. არდა მდებარეობს ეაში და შექმნილია ერუ ილუვატარის მიერ. ლინგვისტურად ეს არის ვალარინიდან ნასესხები სიტყვის Aþâraphelûn შეცვლილი სახის მქონე სახელწოდება. სავარაუდოდ, სინდარულად მას არდონი ეწოდებოდა.
შექმნა
არდა იშვა აინურების მუსიკით, რათა ილუვატარის შვილებს საცხოვრებლად ადგილი ჰქონოდა. არდას მმართველებად ილუვატარმა ვალარები განსაზღვრა. სწორედ მათ შექმნეს მისი გეოგრაფიული სახე, მიანიჭეს მას ფორმა და სიმეტრია.არდას გასანათებლად ვალარებმა გამოიტანეს ორი მანათობელი - ილუინი (ჩრდილოეთით) და ორმალი (სამხრეთით). აულემ, მჭედელმა, შექმნა ორი კოშკი - ჰელკარი და რინგილი - ჩრდილოეთით და სამხრეთით. თავად ვალარები ცხოვრობდნენ მწვანე კუნძულ ალმარენზე.
ამ პერიოდში მელკორმა პირველად სცადა არდაში დიდი ქაოსის დამყარება. მან გაანადგურა მანათობლები და კოშკები და სამყაროს სიმეტრია დაირღვა. მაშინ წარმოიქმნა კონტინენტები. ასეთი იყო არდა.
გეოგრაფია
თავდაპირველად არდა იყო ბრტყელი, როგორც თეფში. კონტინენტებს ირგვლივ უვლიდა ეკაია, გარშემორტყმული ზღვა. დასავლეთისკენ მდებარეობდა ამანის კონტინენტი, რომელშიც შედიოდნენ ვალინორი და პელორის მთები. ტანიქუეტილი იყო უმაღლესი მწვერვალი მათ შორის და საერთოდ, მთელ მაშინდელ სამყაროში. აღმოსავლეთით მდებარეობდა ბელეგაერის დიდი ოკეანე.
ბელეგაერს ჩრდილოეთით ერთვოდა ენდორი, ანუ შუამიწეთი. მის დასავლეთს ბელერიანდი, ჩრდილოეთს - დორ დაიდელოსი, ხოლო აღმოსავლეთს - პალისორი ეწოდებოდა. ტოლკინის სხვა რუკების მიხედვით, სწორედ პალისორში მდებარეობდა ჰელკარის შიდა ზღვა და კუივიენენის სანაპირო. შუამიწეთში მაშინ დომინირებდნენ მთები და ტყეები.
ენდორის სამხრეთით, სამყაროს სრუტეებით შეერთებული, ტოლკინის ძველი რუკების მიხედვით, მდებარეობდა ახლო მიწები.
აღმოსავლეთის დიდი ოკეანის გაღმა მდებარეობდა ბნელი მიწა, იგივე სამხრეთ მიწა. იქ არავინ ცხოვრობდა, რამდენიმე ველური ადამიანის გარდა.
შორეული აღმოსავლეთით ძევდა მზის მიწა, მთების ლამაზი ჯაჭვით, სახელად 'მზის კედელი'. 'ამბარკანტაში', რომელიც შუამიწეთის ისტორიის წიგნებშია შეტანილი, მას ეწოდება 'მზის ბნელი მიწა'. ტანიქუეტილის გვერდით მდებარეობდა კალორმეს მთა.
არდა II-ე ეპოქაში
მხისხანე ომის დროს ვალარებმა შეცვალეს კონტინენტების ფორმები. ყველაზე მეტად ეს ცვლილებები ბელერიანდს შეეხო, რაც მისი დაძირვით დასრულდა. ვალარმა ოსემ ანდორი, დიდი ვარსკვლავის ფორმის კუნძული ბელეგაერს მოწყვიტა. სამყარო გადაიშალა მთელ სფეროზე. კონტინენტებმაც გადაინაცვლეს.მეორე დიდი ცვლილება იყო ნუმენორის დანგრევა და დაძირვა. ანდორი დაიფარა წყლით, ხოლო ამანი, ვალართა მიწა საერთოდ გაქრა მსოფლიოს წრეების მიღმა. მოხვედრა მასში შეუძლებელი იყო, თუ არ ჩავთვლით სპეციალურ გზას.
ნუმენორელები დიდი მოგზაურები და მეზღვაურები იყვნენ. შესაძლოა, სწორედ მათ აღმოაჩინეს ბნელი მიწა და მზის მიწა. მაგრამ სხვა მხრივ, ტოლკინი ამანსა და შუამიწეთს მიღმა მდებარე მიწებზე მცირეოდენ ინფორმაციას გვაწვდის.
არდას სხვადასხვა ფორმები
ელფები არდას შერყვნილს უწოდებდნენ (ქუენია - Arda Hastaina). აინურების მუსიკის ხანაში მას შეურყვნელი ერქვა. ამბობენ, რომ მაშინ სამყაროში ბოროტება არ იყო. რა თქმა უნდა, შერყვნილად ის მელკორის მიერ დამყარებული ქაოსის შემდეგ იქცა. მაგრამ ელფებს ასევე სწამდათ, რომ დადგება განკურნებული არდას ხანაც (Arda Envinyanta). მაგრამ ეს არ მოხდებოდა დაგორ დაგორათის, უკანასკნელი ბრძოლის დღეებამდე.სხვა სახელები
'არდა' არის სამყაროს სახელწოდება ქუენიაზე. ამის აბსოლუტური ტოლფასია სახელი 'ამბარი', მაგრამ ის აღნიშნავს სამყაროს კოსმიური სფეროების გარეშე. მას ასევე უწოდებდნენ სამყაროს/არდას/მანვეს სამეფოს და მცირე სამეფოს.ადუნაიქზე სამყაროს ეწოდებოდა კამატი, დაირა ან აბანი (ნუმენორის მე-19 მმართველის, არ-აბატარიკის პერიოდში).
ვალარინზე არდას ერქვა Aþâraphelûn
ზომები
კარენ ვინ ფონსტადის მიერ შედგენილი ატლასის მიხედვით, ბრტყელი არდას დიამეტრი დაახლოებით 6.800 მილი იყო.
უკან











