არდას ისტორია ძირითადად, იყოფა შემდეგ პერიოდებად: ვალართა ეპოქა; მანათობელთა ეპოქა; ხეების ეპოქა; მზის ეპოქა; შუამიწეთის ეპოქა (რომელშიც ოთხი ეპოქა შედის).

 


ვალართა ეპოქა

ტოლკინთან ეს პერიოდი აღნიშნავს აინურთა არდაში გამოჩენის მონაკვეთს. ვალართა პერიოდი გაგრძელდა ამანში მზის პირველი გამოჩენის შემდეგაც, მაგრამ ამანში დატრიალებული მოვლენების აღწერისგან ტოლკინი უკვე თავს იკავებდა.

twotrees46464მანათობელთა ეპოქა

ეს არის ერთ-ერთი არდას სამი უდიდესი პერიოდიდან. დაიწყო მას შემდეგ, რაც არდა შეიქმნა. თავდაპირველად იგი წარმოადგენდა უფორმო, ურელიეფო მიწას. ვალარებმა აირჩიეს სიმეტრიული ფორმა, რომლის ორი მანათობელი იყო ილუინი (ჩრდილოეთით) და ორმალი (სამხრეთით). ისინი შექმნეს ნისლიანი ნათებისგან, რათა არდას უნაყოფო მიწა დაეფარათ. დიდმა ოსტატმა აულემ დაამზადა ორი კოშკი - ჰელკარი (შორეული ჩრდილოეთი) და რინგი (შორეული სამხრეთი). ილუინი დამაგრებული იქნა ჰელკარზე, ხოლო ორმალი - რინგილზე. შუაში კი, სადაც ორივე მანათობელის შუქი ერთმანეთს ხვდებოდა, კუნძულ ალმარენზე ვალარები დასახლდნენ.

 

.

ამ პერიოდში ადგილი ჰქონდა მოვლენებს, რომლებიც ატარებენ ’ვალართა გაზაფხულის’ სახელწოდებას. ვალარები ალმარენზე ცხოვრებისას სამყაროს თავად მართავდნენ, ხოლო მელკორი (მორგოთი) იმალებოდა ღამის კედლების მიღმა. ამ დროს გაჩნდნენ პირველი ცხოველები და იზრდებოდა პირველი ტყეები. არდას გაზაფხული დაირღვა მას შემდეგ, რაც მელკორი დაბრუნდა და გაანადგურა დიდი მანათობლები. ამ მოვლენებს მოჰყვა არდაში წყვდიადის დაბრუნება. ილუინი და ორმალი დანგრეული იქნა და სწორედ მათ შეცვალეს არდას ზედაპირის სიმეტრია. შეიქმნა ახალი კონტინენტები - ამანი (დასავლეთი), შუამიწეთი (ცენტრი), დაუსახლებელი მიწები (აღმოსავლეთი, მოგვიანებით ცნობილი, როგორც ’მზის მიწები’) და ბნელი მიწები (სამხრეთი). ილუინის ადგილზე გაჩნდან ჰელკარი - შიდა ზღვა კუივიენენის ყურით. ილუინისა და ორმალის განადგურების შემდეგ მანათობელთა პერიოდი დასრულდა და დიაწყო ხეების პერიოდი.

ხეების ეპოქა

უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ პერიოდიდან გამოჩნდა ნაწერებში კონტინენტი, რომელსაც შუამიწეთს უწოდებენ.

ეპოქა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელკორმა დიდი მანათობლები და ალმარენი გაანადგურა. ვალარებმა დატოვეს შუამიწეთი და ამანში დასახლდნენ. იქვე მათ ჩამოაყალიბეს მეორე სამეფო - ვალინორი. ვარდამ იქ შექმნა ორი ხე - ტელპერიონი (ვერცხლის ხე) და ლაურელინი (ოქროს ხე). ორივე ამანის მანათობელი იყო, ხოლო შუამიწეთი წყვდიადში რჩებოდა.

ხეების ეპოქა იყოფოდა ორ პერიოდად. პირველ ათ საუკუნეში აქ იყო მშვიდობა. მანვე სულიმომ ამ დროს შექმნა არწივები, იავანამ - ენტები, ხოლო აულემ - ჯუჯები. ყველა ამ არსებას თუ ხალხს ეძინა, სანამ არ გაჩნდნენ ელფები.

შემდეგ 10 საუკუნეში ვარდამ შექმნა ვარსკვლავები. მანათობელთა განადგურების შემდეგ შუამიწეთი პირველად განათდა. კუივიენენში გაიღვიძეს პირველმა ელფებმა, ამით კი შუამიწეთის პირველი ეპოქაც დაიწყო. შუამიწეთში მოგვიანებით გამოჩნდა მელკორი, რომელსაც სურდა ელფთა დამონება. რამდენიმე მათგანი გაიტაცეს და ორკებად აქციეს (სწორედ მაშინ შეიქმნა პირველი ორკები). სხვების გადასარჩენად ვალარებმა და მაიარებმა მელკორის წინააღმდეგ გაილაშქრეს. იგი დამარცხებული იქნა და სამი ასწლეულით ვალინორში იქნა გამოკეტილი, მანდოსის დარბაზებში. ამ დროიდან არდაში ხანმოკლე მშვიდ პერიოდს ჰქონდა ადგილი.

ზემოაღნიშნული ომის შემდეგ ვალა ორომეელფები ამანში იხმო. მათი დიდი ნაწილი ორომეს დასავლეთით გაჰყვა. ნაწილი დარჩა - ესენი იყვნენ ტელერები. კიდევ ერთი ჯგუფი შეუშინდა ნისლიანი მთების გდაკვეთას და მათ ნანდორები ეწოდათ. ხოლო ბელერიანდში დარჩენილებს უწოდეს სინდარები. ამანში მოსულებს შორის იყვნენ ვანიარები, ნოლდორები და ტელერთა ნაწილი. ამ დიდი ლაშქრობის შემდეგ მათ ელდამარში საკუთარი სახლები აიშენეს.feanor464646

 

სამი საუკუნის შემდეგ მელკორი ვალარებმა გამოუშვეს, მას შემდეგ, რაც მან მოინანია თავისი ქმედებები. მაგრამ გამოშვებისთანავე მან ელფთა შორის მტრობა ჩამოაგდო. ფინვეს, ნოლდორთა მეფის უფროსმა ვაჟმა ფეანორმა, თავისი ორი ძმის, ფინგოლფინისა და ფინარფინის წინააღმდეგ აღმართა ხელი. მაგრამ მელკორის ზრახვა გამომჟღავნდა და მან, საზარელი უნგოლიანტის დახმარებით გაანადგურა ვალართა ხეები, მოკლა ფინვე და ფეანორს მოჰპარა სილმარილები - სამი საოცარი ქვა, რომელიც შეიცავდა ხეთა ნათებას.

განრისხებულმა ფეანორმა დაწყევლა მელკორი და მას მორგოთი შეარქვა (ეს სიტყვა სინდარულია, ხოლო ქუენიაზე ნიშნავს ’ბნელ მტერს’). მან დატოვა სახლი და ფინგოლფინთან და ფინარფინთან ერთად მორგოთს დაედევნა. მათ მიაღწიეს ალქუალონდემდე, საზღვაო ქალაქამდე, რომელიც ტელერთა საკუთრებაში იყო. იმის გამო, რომ ტელერებმა უარი თქვეს გემების დათმობაზე, აქ მოხდა ბრძოლა, რომელსაც არაერთი მათგანი ემსხვერპლა.

თუმცა, ძმათამკვლელ მოვლენებს მშვიდად არ ჩაუვლია - ვალა ნამოს განკარგულებით, ფეანორსა და მის თანამოაზრეებს წყევლა დაედო. ისინი სამუდამოდ განდევნეს ამანიდან. ფინარფინმა მოინანია, შეწყვიტა მორგოთის დევნა და ვალინორში დაბრუნდა, ხოლო ფინგოლფინი ფეანორთან დარჩა.

 

sun4646466მაგრამ გემების მითვისების შემდეგ ფეანორმა ფინგოლფინი და მისი ხალხი დიდი ზღვის ნაპირთან დატოვა, თავად კი შუამიწეთისაკენ გაემგზავრა. ნაპირზე გადმოსვლის შემდეგ მან გაანადგურა გემები, რითაც უარი თქვა დარჩენილი ძმის გადმოყვანაზე. ფინგოლფინი დამწუხრებული იყო და სურდა შუამიწეთში მოხვედრა და ფეანორთან კვლავ შეხვედრა. მაგრამ ამის ერთადერთი გზა იყო - ყინულოვანი ჰელკარაქსეს გადაკვეთა, რასაც მისი არაერთი მომხრე ემსხვერპლა.

 

ამ დროს, იავანას სიმღერისა და ნიენას ცრემლთა ძალით, ტელპერიონის ტოტებზე ამოვიდა ვერცხლისფერი ყვავილი, ხოლო ლაურელინზე - ოქროსფერი ნაყოფი. მათ შესანახად აულემ შექმნა ორი ჭურჭელი - ვერცხლისფერი და ოქროსფერი. იავანამ ისინი აქცია მთვარედ და მზედ, ყოველი მათგანი კი მაიარებს გადასცა. მაია ტილიონმა მიიღო მთვარი (რომელიც არდაში პირველი გამოჩნდა), ხოლო მაია აირენმა - მზე. სწორედ მზის ამოსვლით დასრულდა ხეების ეპოქა და დაიწყო მზის ეპოქა, რომელიც მარად გაგრძელდა.

მზის ეპოქა

ეს ეპოქა დაიწყო ვალართა მიერ მზისა და მთვარის შექმნით და მათი ცის კაბადონზე განთავსებით. ამ დროიდან დაიწყო შუამიწეთში ჟამთაღწერა.

შუამიწეთის ეპოქები

- პირველი ეპოქა

ეს არის მზისა და მთვარის გამოჩენის პერიოდი. აღსანიშნავია ნოლდორთა ბელერიანდში შემოსვლით, მორგოთის დამარცხებით და სხვა მოვლენებით. გაგრძელდა დაახლოებით 600 წელიწადს. ტოლკინის ნაწერებში ძირითადი ყურადღება ეთმობა ბელერიანდის მოვლენებს, ანუ პირველი ეპოქის უკანასკნელი 6 საუკუნის პერიოდს.

- მეორე ეპოქაship46646

მეორე ეპოქა დაიწყო მორგოთის სიცარიელეში გადაგდებით და გაგრძელდა 3341 წელს. დასრულდა საურონის დამარცხებით და ნუმენორის განადგურებით. ეპოქა გამოირჩეოდა ნუმენორის აღმავლობით, შუამიწეთში საურონის გაძლიერებით (ასევე ძალაუფლების ბეჭდის შექმნით) და საურონისა და ელფთა შორის პირველი ომებით.

- მესამე ეპოქა

მესამე ეპოქა დაიწყო საურონის პირველი დამარცხების შემდეგ, როდესაც ნუმენორის განადგურებას მოჰყვა ელფთა და ადამიანთა უკანასკნელი გაერთიანება და ლაშქრობა საურონის წინააღმდეგ.

ამ პერიოდში ელფთა კულტურა ნაკლებად აქტუალური ხდებოდა და საურონის ძალაუფლება მატულობდა. 3021 წელიწადს გაგრძელდა იგი, მაგრამ ყველაფერი დასრულდა ძალაუფლების ბეჭდის განადგურებით, რომელსაც პირდაპირ უკავშირდებოდა ბნელი მბრძანებლის, საურონის, მორგოთის ყველაზე საზარელი მსახურის ბედი.

მესამე ეპოქა დასრულებულად ითვლებოდა მას შემდეგ, რაც ბეჭდის საძმოს წევრებმა, ელფებმა და ბილბო ბეგინსმა 3021 წლის 29 სექტემბერს ვალინორს მიაშურეს.

- მეოთხე ეპოქა

გონდორის წელთაღრიცხვით მეოთხე ეპოქა დაიწყო 3021 წლის 25 მარტს. სხვა წყაროებით, იგი დაიწყო უფრო გვიან, მას შემდეგ, რაც შუამიწეთი დატოვეს ელფებმა, ბეჭდის საძმომ და ბილბო ბეგინსმა. 

მეოთხე ეპოქიდან ცნობილია კონკრეტული თარიღები და ძირითადად - შაირის მოვლენებთან დაკავშირებული.  არაგორნი გარდაიცვალა ამ ეპოქის 120 წელს. სავარაუდოდ, ლეგოლასმა და გიმლიმ ერთად დატოვეს შუამიწეთი და ვალინორს მიაშურეს.

ხალხები მეოთხე ეპოქაში

ადამიანები - მათი სამეფოები ამ პერიოდში განვითარდნენ. გონდორი და არნორი გაერთიანებული იქნა არაგორნის (მეფე ელესარის) მიერ.

ელფები - მორდორის დაცემის შემდეგ ორკებმა ლორიენს მიაშურეს, მაგრამ იქაურმა ელფებმა სამივე დარტყმა მოიგერიეს და ბნელტევრელ ელფებთან ერთად სამუდამოდ გაანადგურეს დოლ-გულდური. თუმცა, ელფთა დიდმა ნაწილმა შუამიწეთის სწორედ მეოთხე ეპოქაში დატოვა. რჩებოდა მხოლოდ ლეგოლასი, რომელმაც ხანმოკლე პერიოდით ითილიენში მცირე სამეფო ჩამოაყალიბა.

ჯუჯები - ამ პერიოდში ისინი ძირითადად ერებორში ცხოვრობდნენ. გიმლიმ კაშკაშა გამოქვაბულებში ჩამოაყალიბა საკუთარი სამეფო. სწორედ აქაურმა ჯუჯებმა აღადგინეს მინას ტირითის შენობები და კარიბჭე. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, დურინ VII-ის მმართველობით აღდგა მორიის სამეფო.

ჰობიტები - მათი მხარე კვლავ ვითარდებოდა და აყვავებული იყო.
 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

ო, გონდორ! ქვეყანავ, მთებს და ზღვას შუა!
დასავლეთის ქარი დაქრის იქ მუდამ,
ვითარც ბრჭყვიალა ნამს, ხე აფრქვევს ნათელს,
ვერცხლისფრად ღებავს მეფეთა ბაღებს.
ვნახავთ კი ისევ შენს ძველ სიდიადეს,
ამაყ გალავანს თეთრს და ბრწყინვალეს?

ორი ციხე-კოშკი


Tolkien.ge