HoMe-1წიგნების ეს სერია იქცა ნამდვილ სიურპრიზად ტოლკინის მოყვარულთათვის. მასში შეტანილი იქნა ისეთი მასალა, რომელიც მანამდე არსად გამოცემულა. რა თქმა უნდა, ნაწილობრივ, ეს არის უფრო ცნობილ ფაქტებზე აგებული კრებული, მაგრამ ამავე დროს, იგი პასუხს გასცემს დაინტერესებულების ყველა კითხვას.
1983 და 1996 წლებში გამოვიდა 12 ტომი და 12-ე ტომით, ”შუამიწეთის ხალხი”, დასრულებული იქნა ეს ციკლიც. მისი დამუშავება საკუთარ თავზე კრისტოფერ ტოლკინმა აიღო და ყოველ გვერდს თან ახლავს მისი სქოლიოც, სპეციალური კომენტარებით.
1973 წელს ტოლკინი გარდაიცვალა და დატოვა ერთმანეთში არეული და დაუსრულებელი ლექსები, ისტორიები, შენიშვნები და მომავალი ისტორიების მონახაზები. ეს იყო ყველაფერი, რაც 1914 წლის შემდეგ შეიქმნა, რა თქმა უნდა, გარდა ”ჰობიტის”, ”ბეჭდების მბრძანებლის” და მომავალი ”სილმარილიონისა”.
ავტორის გარდაცვალებამდე არაერთი საინტერესო მონახაზი დაგროვდა - განსაკუთრებით იმიტომ, რომ პროფესორი ხშირად ტოვებდა დაწყებულ საქმეს. 1977 წელს, ”სილმარილიონში” გაერთიანდა მათი ნაწილი. მაგრამ შუამიწეთის სრული ქრონიკის ფაქტები ჯერ კიდევ თავმოყრას ელოდა. მისი გამოცემის შემდეგი მცდელობა 1980 წელს მოხდა, ”დაუსრულებელი მოთხრობების” სახით, მაგრამ ესეც არ იქცა დამაკმაყოფილებელ რესურსად.
ამ ტომების ქრონოლოგია ასეთია - პირველი ხუთი წიგნი ეხება შუამიწეთის ისტორიებს ”ბეჭდებამდე”, შემდეგი ოთხი - ”ბეჭდებს”, ხოლო დარჩენილი სამი - ტოლკინის უფრო ადრინდელ მითოლოგიებს:

სილმარილებზე

პირველი ხუთი წიგნი აგებულია ჩანაწერებსა და ანალიზზე, რომელიც ეხება შუამიწეთის ძველ ხანას. ეს არის ”სილმარილიონში” აღწერილი პერიოდი.

ბეჭდების ისტორია

შემდეგი ოთხი წიგნი მოგვითხრობს ბეჭდებთან დაკავშირებულ ისტორიას. აქ არის ”ბეჭდების მბრძანებლის” პირველი მონახაზები და შავი ჩანაწერები. ჩვენ კარგად ვხედავთ ამ წიგნის შექმნის პროცესს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით - თითოეული კორექტირება პირდაპირ მოქმედებდა მოვლენების შემდგომ განვითარებაზე და ცვლიდა წიგნის სიუჟეტს.

კვლავ სილმარილები

უკანასკნელი სამი წიგნი კვლავ ეძღვნება ”სილმარილიონს”, რომელსაც პროფესორი დაუბრუნდა ”ბეჭდების” გამოცემის შემდეგ. აქ იგი ახლებურად განიხილავს საკუთარ ნაშრომს და ცვლის სხვადასხვა ისტორიას. ”ბეჭდების” მკითხველი აღმოაჩენს, რომ წიგნის დასასრულს კვლავ რჩება ზოგიერთი იდუმალი კითხვა. შესაბამისად, ტოლკინი ცდილობს პასუხი გასცეს მათ. ამას ეძღვნება 10-11 ტომები. უკანასკნელი თავი, ”შუამიწეთის ხალხი” ეძღვნება თავად შუამიწეთის რასებს, რომლებიც დეტალებშია განხილული.


12 ტომის ქრონოლოგია და აღწერები იხილეთ ქვემოთ:

ფილტრი 
ჩვენება # 
# სტატია
1 ბეჭდის ომი
2 დაკარგული გზა და სხვა ჩანაწერები
3 დაკარგული მოთხრობების წიგნი, ნაწილი 1
4 დაკარგული მოთხრობების წიგნი, ნაწილი 2
5 დამარცხებული საურონი
6 თქმულებები ბელერიანდზე
7 იზენგარდის ღალატი
8 მორგოთის ბეჭედი
9 შუამიწეთის ისტორია - სარჩევი
10 შუამიწეთის ფორმირება
11 შუამიწეთის ხალხი
12 ძვირფასი ქვების ომი
13 წყვდიადის დაბრუნება

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

წამლობა არ უნდა პატარას! ვერ ხვდება, რომ მისთვის კარგი გვინდა! ოჰო-ჰო, რას გავერთობით ამასთან მოგვიანებით!

ორკები, ’ორი ციხე-კოშკი’


Tolkien.ge