ardalang358385ხშირად დგას კითხვა - რამდენი ენა გამოიგონა პროფესორმა ტოლკინმა არდასთვის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო რთულია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. სუბიექტურად ან ობიექტურად რომ შევხედოთ, მის მიერ შექმნილი ენები უფრო მეტად განასახიერებენ ამა თუ იმ ენას. მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ ტოლკინმა არ შექმნა ენათა უმრავლესობის დასრულებული სტრუქტურა და ის რაოდენობა სიტყვებისა, რომელიც საჭიროა ყოველდღიური საუბრებისათვის. რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ პროფესორმა ისედაც დიდი დრო დაუთმო არდას სამყაროს განვითარებას, პრეტენზიები მისი მხრიდან ენებისადმი ნაკლებ აქცენტზე უადგილოა.

შეიძლება ითქვას:

= რომ ენებად შეიძლება ჩაითვალოს ასე თუ ისე, შედარებით ვრცლად გამოკვლეული ენები, როგორიც გახლავთ სინდარული.

= ენებით დაინტერესება ჩვენი მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში არსებობს. განურჩევლად იმისა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა პროფესორი მათ ან რაოდენ ვრცლად შეისწავლა ამა თუ იმ ხალხის ენა.

= აქედან გამომდინარე, მოცემულ განყოფილებაში შეძლებისდაგვარად, ვრცლად იქნება მიმოხილული ყველა ენა, რომელიც გამოიყენებოდა არდაში - უცნაური ენტური ენაც კი.

სიტყვებისა და წინადადების წყობის იმ სტილიდან გამომდინარე, რომელიც პროფესორის ნაშრომებშია მოყვანილი, ენების შემდგომ განვითარებაზე ტოლკინომანებისა და ტოლკინისტების არაერთი თაობა ზრუნავდა. საგულისხმოა, რომ მცირე კვლევები ამ განყოფილებიდან ეფუძნება სწორედ მათ მიერ მოძიებულ და შედგენილ მასალებს.

ენათა ჯგუფები

გარდა ჯგუფებად დაყოფილი ენების წარმოშობისა და ჩამოყალიბებისა, სპეციალურ სქემაზე (რომელიც შეგიძლიათ იხილოთ მასზე დაწკაპუნებით) წარმოდგენილია მათი შექმნისა და ერთმანეთთან კავშირის ზუსტი ევოლუცია.
სტატიები ენების შესახებ

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

მაშ, კარგი. მე ენტი ვარ, ანუ ასე მეძახიან. ჰო, ჩემნაირ არსებას ენტი ჰქვია. უფროსი ენტი, აი ვინ ვარ მე თქვენთვის. ზოგი ფანგორნსაც მიწოდებს, ზოგი - ხისწვერას. ხისწვერა, ალბათ, ყველაზე მოსახერხებელია.

ორი ციხე-კოშკი


Tolkien.ge