|

ავტორი - Elbereth, The Hobbit
ინკლინგები (Inklings) იყო ლიტერატურული დისკუსიების საზოგადოება, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ მეოცე საუკუნის ცნობილი აკადემიკოსი-მწერლები: ჯ.რ.რ. ტოლკინი; კლაივ ს. ლუისი; ჩარლზ უილიამსი; უორენ ლუისი, ოუენ ბარფილდი, კრისტოფერ ტოლკინი და სხვები
”ინკლინგების” საზოგადოება დაარსდა 30-იანი წლების შუა პერიოდში ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში. მისი მთავარი ფუძემდებელი იყო უმაღლესდამთავრებული ტანჯი ლინი. მალე ლინმა დაამთავრა კოლეჯი და წავიდა კლუბიდან. საზოგადოება აღარ იარსებებდა, რომ არა კლუბის იმდროინდელი აქტიური წევრები და უნივერსიტეტის ლექტორები კლაივ სტეიპლზ ლუისი და ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი.
სახელწოდება ”ინკლინგები” პირდაპირი თარგმანით აღნიშნავს - ქარაგმას, რაც უკვე მრავლისმეტყველია. მისი საწყისი ფუძე შედგება სიტყვისგან ”ink” - რაც ინგლისურად ნიშნავს მელანს. გამომდინარე აქედან, ინკლინგები უნდა ითარგმნებოდეს, როგორც ”მელნიანები”. როგორც იმ დროისათვის ბრიტანულ კლუბებს მიესადაგებოდა, ინკლინგები ძირითადად მამაკაცების ჯგუფს წარმოადგენდა. (მიუხედავად იმისა, რომ ლუისისა და უილიამსის მეგობარს დოროთი სეიერს მოიხსენიებდნენ ინკლინგად, ის არ შედიოდა ამ საზოგადოებაში და არასოდეს ესწრებოდა მათ სხდომებს.) კლუბში როგორც ასეთი, წევრობა არ იყო აღიარებული. ინკლინგებიდან რამდენიმე კაცი რეგულარულად ესწრებოდა სხდომებს, ზოგი კი შემთხვევითი სტუმარი იყო. შეკრებების გული იყო ლუისი (მას მეგობრები უბრალოდ ჯეკს ეძახდნენ), რომლის გარეშეც შეხვედრები უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ლუისისა და ტოლკინის გარდა (მას მეგობრები კი ტოლერსად მოიხსენიებდნენ) ომამდე და ომის შემდეგ დისკუსიებს ესწრებოდნენ: უორენ ლუისი (კ.ს. ლუისის ძმა, უორნი), რ. ე. ჰეიუორდი (ოქსფორდელი მედიკოსი რომელიც იყო ლუისისა და ტოლკინის ოჯახების ექიმი), ჰიუგო დაისონი და ლუისის მეგობარი ოუენ ბარფილდი (რომელიც შეხვედრებს იშვიათად ესწრებოდა) ხოლო 1939 წელს კლუბში პროფესიონალი ლიტერატორი ჩარლზ უილიამსი გაერთიანდა.
თავიდან შეხვედრებზე კითხულობდნენ თავიანთი დაუსრულებელი ნაწარმოებების რამდენიმე თავს. ინკლინგების მთავარი განსახილველი მოთხრობებიდან კი გამოირჩეოდნენ ტოლკინის ”ბეჭდების მბრძანებლის”, კლაივ ლუისის ”ჩუმი პლანეტის გარეთ” და უილიამსის ”ყველა წმინდანის წინადღის” თავები. 1949 წლამდე ინკლინგების სხდომები და დისკუსიები ტარდებოდა მაგდალენას კოლეჯში, ხუთშაბათის საღამო ხანებში ლუისის მიმღებ ოთახში, ხოლო ოთხშაბათობით - ადგილობრივ პაბში სახელად ”არწივი და ბავშვი” (ინკლინგები ამ პაბს მოიხსენიებდნენ როგორც ”ჩიტუნა და ბავშვი” ). გარდა ამისა ინკლინგები კიდევ ბევრ სხვადასხვა პაბში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რომელთა შორის ყველაზე ხშირად სტუმრობდნენ ქუჩის გადაღმა პაბს - ”კრავსა და დროშას”, მაგრამ მათი მთავარი თავშესაფარი მაინც ”არწივი და ბავშვი” რჩებოდა.
ინკლინგთა წევრები:
|
სხვა ინკლინგები
პარასკევი, 26 ივნისი 2009 15:02
ჯერვეის მეთიუ - ბიზანტიის კვლევის პედაგოგი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჯონ უეინი - მწერალი, პოეტი, დრამატურგი, კრიტიკოსი და პოეზიის ლექტორი ოქსფორდის უნივერსიტეტში ჯ. ა. უ. ბენეტი - ძველი ინგლისურისა და თანამედროვე ინგლისურის პედაგოგი კემბრიჯის უნივერსიტეტში
ჯეიმს დანდას-გრანტი - ოქსფორდის სამხედრო-საზღვაო დევიზიის მეთაური ადამ ფოქსი - თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი მაგდალენას კოლეჯში კოლინ ჰარდი - პედაგოგი და დამრიგებელი ოქსფორდის უნივერსიტეტში რობერტ ჰავარდი - ფიზიკოსი რ. ბ. მაქკალმი - თანამედროვე ისტორიისა და პოლიტიკის პედაგოგი ოქსფორდის უნივერსიტეტში კ. ე. სტივენსი - უძველესი ისტორიის პედაგოგი ოქსფორდის უნივერსიტეტში ნევილ კოგჰილი - ინგლისური ენის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში, თეატრალური პროდიუსერი კ. ლ. ვრენი - ანგლო-საქსური ენის პედაგოგი პედაგოგი ოქსფორდის უნივერსიტეტში
|
ლორდი დევიდ სესილი
პარასკევი, 26 ივნისი 2009 15:01
The Hobbit

არისტოკრატული წარმოშობის ინგლისური ლიტერატურის პედაგოგი ოქსფორდის უნივერსიტეტში. 1947 წელს ლონდონში მას მიენიჭა რიტორიკის პროფესორის წოდება. იგი იყო ინგლისური ლიტერატურის პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. მისი განსაკუთრებით ცნობილი ნაწარმოებია 'ახალგაზრდა მელბურნი'.
ჰიუგო დაისონი
პარასკევი, 26 ივნისი 2009 15:01
ნამდვილი სახელი - ჰენრი ვიქტორ დაისონ დაისონი. ცნობილი აკადემიკოსი. როგორც ქრისტიანული რწმენის მკვეთრმა მიმდევარმა, კლაივ ლუისზე იქონია გავლენა. დაისონი ცნობილია თავისი ლექციებით, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ნაწარმოები, როგორც ასეთი, არ ჰქონია. მას ეკუთვნის ცნობილი ფრაზა 'ო, ღმერთო, ოღონდ ელფები აღარ გვინდა' - რომელიც წარმოითქვა ინკლინგების შეკრებისას, 'ბეჭდების მბრძანებლის' პირველი წაკითხვის დროს.1960-იან წლებში დაისონი მიიწვიეს სატელევიზიო გადაცემებში შექსპირის შესახებ, რადგან იგი მისი შემოქმედების ექსპერტი იყო.
|
როჯერ ლენსლინ გრინი
პარასკევი, 26 ივნისი 2009 15:01
The Hobbit

არაერთი ბიოგრაფიისა თუ საბავშვო წიგნის ავტორი. კლაივ ლუისისა და ჯ.რ.რ. ტოლკინის განსაკუთრებული მეგობარი. ნაშრომებში შედის ადაპტირებული ბერძნული და ეგვიპტური მითოლოგიები, ისევე როგორც სკანდინავიური საგები, ისტორიები მეფე არტურსა და მის რაინდებზე, რობინ ჰუდზე და ა.შ.
კრისტოფერ ტოლკინი
პარასკევი, 26 ივნისი 2009 15:00
ჯ.რ.რ. ტოლკინის შვილი. ინგლისური ენის პროფესორი და პედაგოგი ოქსფორდის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში ასევე შედიოდა ინკლინგთა სადისკუსიო კლუბში. მამის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო მისი დაუსრულებელი ნამუშევრების რედაქტირება და გამოცემა - ასეთებია 'დაუსრულებელი მოთხრობები', 'შუამიწეთის ისტორია', 'სილმარილიონი', 'ჰურინის შვილები', 'ლეგენდა სიგურდსა და გუდრუნზე' და ა.შ.
|
|
|
|
|
|
|
გვერდი 1 / 2 |