მეგობარი საიტები

ციტატები

ეს ნიშნავს, - თქვა მან, ’ბნელი წყვიადის მბრძანებელს. რადგან მეც, ნინიელ, ვიყავი წყვდიადით მოცული, რომელშიც ჩემთვის ძვირფასი რამ დავკარგე, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა უკვე გადავლახე იგი.
იენ მაკ-კელენი ახმოვანებდა ფილმს ბეჭდვა

ავტორი - The Hobbit   
შაბათი, 19 მაისი 2012 15:09
მოკლე ინტერვიუში, რომელიც მოამზადა რესურსმა TVNZ, იენ მაკკელენი საუბრობს, რომ დაკავებული არის ფილმის გახმოვანებით და იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც იხილავს პირველი  ფილმის პირველ მონტაჟს.

იხილეთ ვიდეო აქ
 
შეფერხება ბეჭდვა
ავტორი - The Hobbit   
კვირა, 13 მაისი 2012 22:59

ბოდიშს გიხდით მცირე შეფერხებისათვის, სწორდებოდა მცირე ტექნიკური ნიუანსი. საიტი კვლავ მწყობრშია.

 
რა იქნა ნაჩვენები 10 წუთიან ნაწყვეტში ბეჭდვა

ავტორი - The Hobbit   
ოთხშაბათი, 25 აპრილი 2012 14:53
როგორც უკვე ითქვა, გუშინ კონფერენციის CinemaCon ფარგლებში უნდა შემდგარიყო Warner Bros.-ის ფილმების ნაწყვეტების ჩვენება, სადაც 'ჰობიტის' 10 წუთის ჩვენება შედგა. მას დაესწრო საიტის TheOneRing ერთ-ერთი თავი და თავი, Quickbeam, რომელმაც მოგვიანებით ისაუბრა ყველაფრის შესახებ საიტზე პირდაპირ ვიდეოჩართვაში. საიტის ფორუმზე გამოქვეყნდა მისი რეპორტაჟის შეჯამება და აი ისიც.

ყურადღება - ყველას, ვისაც არ სურს ე.წ. spoiler-ების ხილვა, ამის წაკითხვას არ ვურჩევთ.
დაწვრილებით...
 
'ჰობიტის' 10 წუთი ნაჩვენები იქნება ხვალ, CinemaCon-ზე! ბეჭდვა

ავტორი - The Hobbit   
ორშაბათი, 23 აპრილი 2012 20:39
hobb3853856385პიტერ ჯექსონის 'ჰობიტის' დაახლოებით 10 წუთი ნაჩვენები იქნება 48 კ/წ (იხილეთ ეს სტატია) სიჩქარით, კინოთეატრების მფლობელთა ყოველწლიურ შეკრებაზე CinemaCon, სადაც ყველა მთავარი სტუდია 2012 წელს დაგეგმილ პრემიერებს წარადგენს. 

CinemaCon-ზე, რომელიც დაიწყო დღეს, 'ჰობიტის' ნაწყვეტები ნაჩვენები იქნება ხვალ, 24 აპრილს. ცნობილია, რომ ჩვენებისას გამოიყენება Christie-ს პროექტორი RealD 3D სისტემით. 

წყარო: Hollywood Reporter
 
კიდევ ერთი კავშირი პიტერ ჯექსონსა და ჯ.რ.რ. ტოლკინს შორის ბეჭდვა

ავტორი - The Hobbit   
ორშაბათი, 23 აპრილი 2012 20:14
საიტის Ancestry.com.au რედაქტორმა, ისტორიკოსმა კრისტინ კლემენტმა დაადგინა, რომ პირველი მსოფლიო ომში მონაწილეობდა უილიამ ჯონ ჯექსონი, ველინგტონელ რეჟისორ პიტერ ჯექსონის ბაბუა. იგი მონაწილეობდა სომის ცნობილ სისხლიან ბრძოლაში, რომელიც სამხრეთ უელსის მეორე ბატალიონთან ერთად შედგა. 

1916 წლის 24 ივლისს სომში ჩავიდა ახალგაზრდა ჯ.რ.რ. ტოლკინი. როგორც უილიამი, ისიც ფრონტიც წინა ხაზზე აქტიურად იბრძოდა. უილიამი, რომელიც 1889 წელს დაიბადა, ომში გადარჩა და მიიღო მედალი სახელოვანი სარდლობისათვის. კლემენტი დარწმუნებულია, რომ ტოლკინსა და ჯექსონს შორის ეს კავშირი პიტერისათვის სიურპრიზი იქნება. 'მან იცოდა, რომ ბაბუამისმა მიიღო ეს მედალი, მაგრამ არ იცოდა, რომ იქვე ტოლკინიც იბრძოდა'.

ტოლკინმა ომში იზარალა, მაგრამ გადაურჩა და დაწერა 'ჰობიტი', 'ბეჭდების მბრძანებლის' პრელუდია. ბევრი თვლის, რომ მის მიერ აღწერილი ბრძოლები ეფუძნება რეალური ომის კოშმარებს, რომელშიც მან უამრავი მეგობარი დაკარგა. 

უილიამ ჯონ ჯექსონი გარდაიცვალა ინგლისში, 1940 წელს. მისი შვილი, უილიამ ართური ამ დროს მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა.

წყარო: Nzherald
 
'ჰობიტი' - წამში 48 კადრით. რა ბედი ეწევა მას ჩვენთან? ბეჭდვა

ავტორი - The Hobbit   
შაბათი, 21 აპრილი 2012 23:07
პიტერ ჯექსონი და ჯეიმს კემერონი არიან პიონერები წამში კადრების დიდი რაოდენობის გამოყენების მხრივ. 'ჰობიტს' ჯექსონი სწორედ წამში 48 კადრის სიჩქარით იღებს - და არა 24-ით, როგორც ეს ხოლმე მიღებულია ფილმების შემთხვევაში. როგორც ადრე უკვე ითქვა, წამში 48 კადრი მაყურებელს აძლევს საშუალებას, გამოსახულება უფრო მეტი სიზუსტით და უკეთესი დეტალიზაციით მიიღოს. მანამდე კი გველის ფილმზე მუშაობის დასასრული და მეტად მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც მომავალში კინოთეატრები ან აჰყვებიან, ან - არა. საქმე იმაშია, რომ პროექტორების მწარმოებლები და კინოთეატრები ახალი თავსატეხის ამოხსნას ცდილობენ და ამ წლის 14 დეკემბრისათვის აპირებენ ტექნიკურად შესაბამისი სტანდარტებისადმი საკუთარი თავის მისადაგებას. მოკლედ, კინოტექნოლოგიის ინდუსტრია სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ კინოში მისულებმა 'ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა' იხილონ 3D ფორმატში წამში 48 კადრის სიხშირით.
დაწვრილებით...
 
სტივენ ფრაიმ დაასრულა გადაღებებში მონაწილეობა ბეჭდვა

ავტორი - The Hobbit   
ხუთშაბათი, 12 აპრილი 2012 16:31
stephen-fry-3d-tv_1718463cსტივენ ფრაის თქმით, მისთვის მეტად ემოციური 'ჰობიტთან' დამშვიდობება. ბრიტანელმა მსახიობმა უკანასკნელი თვეები ახალ ზელანდიაში, ველინგტონში გაატარა, სადაც 'ჰობიტის' გადაღებაში მონაწილეობდა. გუშინ მან საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა გზავნილი, რომ ფილმში თავისი როლისთვის განკუთვნილი უკანასკნელი სცენის გადაღებაში მონაწილეობა დაასრულა. რამდენიმე დღე და იგი ახალ ზელანდიას დატოვებს. 

'ჰობიტში' იგი ასრულებს ესგაროთის, მდინარისპირა ქალაქის  მერის როლს.

წყარო: Stuff.co.nz
 
<< დაწყება < წინა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 შემდეგი > ბოლოს >>

გვერდი 1 / 50