და უთხრა ილუვატარმა მდუმარე აინურებს: “შეხედეთ თქვენს ნამღერს! თითოეული თქვენგანი მის შიგთავსში, ჩემ მიერ თქვენთვის წინასწარ მოცემულ დავალებაში, საკუთარ ნაფიქრსა თუ მოგონილს აღმოაჩენს. შენ კი მელკორ, შენი გონების ყველა საიდუმლო ნააზრევს იპოვი და მიხვდები, რომ ისინი ერთი დიდებული მთლიანობის მხოლოდ მცირე ნაწილია.“
სილმარილიონი