ღვინო შუამიწეთის კულტურაში ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტია. ძირითადად, ღვინის მხარედ დორვინიონი ითვლებოდა. ყურძენი იზრდებოდა ჩინებულ ბაღებში, ღვინოსაც განსაკუთრებული გემო ჰქონდა. ვენახები შაირში, სამხრეთ ფართინგშიც მდებარეობდა.
პირველად ღვინოს ახსენებენ ’ჰობიტში’ - მას ითხოვენ გენდალფი და თორინი, ბილბოსთან სტუმრობისას.
თუმცა, ’ჰობიტში’ უფრო მეტად ცნობილია თრანდუილის სამეფო. ყველას ახსოვს ხალისიანი ელფები, რომელთა განწყობას ღვინო უფრო მეტად ამძაფრებდა. ღვინის დიდ კასრებს ისინი საექსპორტოდ, მდინარისპირა ქალაქში უშვევდნენ და ბილბო ბეგინსმა სწორედ ასე შესძლო ბნელტევრის ტყვეობიდან მეგობარი ჯუჯებისა და საკუთარი თავის გადარჩენა.
საგულისხმოა, რომ ბილბოს მამა ბანგო ბეგინსი თავად ფლობდა ღვინით სავსე საწყობს, რომლის დიდი შიგთავსი მისმა შვილმა შემდგომში რორი ბრენდიბანკს დაუტოვა. ფროდო ბეგინსმა ისარგებლა ამ საცავით, როდესაც ბეგ ენდს 3018 წლის დეკემბერში ტოვებდა - შესვა რა მეგობრებთან ერთად მასში დარჩენილი ღვინო.
ღვინო ნახსენებია ’ორ ციხე-კოშკში’ - ეოვინი აწვდის სასმელს მეფე თეოდენსა და მომავალ მეფე ელესარს (არაგორნს). იგი კიდევ ერთხელ სთავაზობს მას ღვინოს, როდესაც ელესარი მკდართა ბილიკს დაადგება, ’მეფის დაბრუნებაში’.
ღვინით დაინტერესება იგრძნობოდა ლეგოლასისგან, როდესაც მან მერისა და პიპინს იზენგარდში ჰკითხა, თუ სად იპოვეს იგი.
ჰენეთ ანუნზე ფარამირმა ფროდოსა და სემ გემჯის მიაწოდა ღია ფერის ღვინო, რომელმაც ისინი მეტი ენერგიით დამუხტა. საინტერესოა, რომ ფროდო კვლავ მშვიდად იყო, მაგრამ სემზე ღვინომ უფრო მეტად იმოქმედა და სწორედ მაშინ გათქვა მოგზაურობის ნამდვილი მიზეზი - ერთი ბეჭედი. თუმცა, პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიისგან განსხვავებით, წიგნში ფარამირი ინარჩუნებს საკუთარ თავს და არ უჩნდება ბეჭდის გონდორში წაღების სურვილი.
მინას ტირითში ყოფნისას პიპინს დენეთორმა შესთავაზა ღვინო. კორმალენის მინდორზე გამარჯვების შემდეგ პიპინმა და მერიმ ღვინო მიართვეს მეფე ელესარსა და მეფე ეომერს.
შენიშვნა
პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიაში ოდნავ სასაცილოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ ლეგოლასს ელის (ლუდის ნაირსახეობა) დალევის შემდეგ მეტად უცნაური შეგრძნება უჩნდება - ისე, თითქოს მანამდე მას ალკოჰოლი დალეული არასოდეს ჰქონდა. ეს სცენა შეტანილია ფილმის ვრცელ ვერსიაში.
წყაროები
’ჰობიტი’
’ბეჭდის საძმო’, ’ორი ციხე-კოშკი’, ’მეფის დაბრუნება’
საკვებ და სასმელ საშუალებებს, ძირითადად, ’ჰობიტისა’ და ’ბეჭდების’ თხრობისას დამოუკიდებელი ადგილი უკავიათ. მიუხედავად იმისა, რომ ტოლკინი არ არის გულუხვი ზოგადად არდაში არსებული საკვების აღწერის მხრივ და დეტალურად სულ რამდენიმე მათგანს წარმოგვიდგენს, ამა თუ იმ აღნიშნული საკითხის კვლევა მეტად მიმზიდველია.
ელფთა ძირითადი საგზალი. შორეული მოგზაურობებისას მთავარი საკვები. ჰქონდა გამორჩეული თვისებები - იყო ისეთი ნოყიერი, რომ ერთი ასეთი პური მოგზაურს მთელ დღეს ჰყოფნიდა. ლემბასი კარგ მდგომარეობაში ინახებოდა მრავალი დღის მანძილზე, გახვეული მელორნის ფოთლებში. გარედან ეს პურები ლამაზად შებრაწული იყო, შიგნიდან კი - ნაღების ფერს ატარებდნენ. ტოლკინის ნაწარმოებში ხაზგასმულია, რომ გამორჩეული გემო ჰქონდათ.
ენტების ძირითადი საკვები (Ent-draught). სწორედ მან შეუწყო ხელი მერი ბრენდიბაკისა და 










