ჯ.რ.რ.ტოლკინის პირველი ენები


გარდა ყველა იმ ენისა, რომელიც გვხვდება შუამიწეთის ქრონიკაში, დასაბამიდან მეოთხე ეპოქამდე, 'ჰობიტის' შექმნამდე დიდი ხნით ადრე, ახალგაზრდობაში ტოლკინმა შეიმუშავა კიდევ სამი ენა. დღესდღეობით სამივე დიდ ინტერესს იწვევს როგორც ტოლკინომანებში, ასევე ტოლკინისტების მხრიდან. გთავაზობთ მათ მცირე მიმოხილვას.

ანიმალიქი


ანიმალიქი (Animalic) იყო რუდიმენტული ენა, შემუშავებული მერი და მერჯორი ინკლდონების, ტოლკინის დეიდაშვილების მიერ. იგი შეზღუდულ წრეში გამოიყენებოდა. თავის ადრეულ წლებში ჯონი საკმაოდ დაინტერესებული იყო ამ ენით და კარგად შეისწავლა ის, თუმცა...

ამ ენის თავისებურება იმაშია, რომ ყველა რეალურ სიტყვას ენაცვლება ცხოველის სახელწოდება. ალბათ ერთადერთი მნიშვნელოვანი წინადადება, რომელიც შემორჩა ანიმალიქის პერიოდიდან, მოცემულია ესეების კრებულში 'მონსტრები და კრიტიკოსები'. - Dog nightingale woodpecker forty. ინგლისურად ეს არის you are an ass - ass არის ცხოველი. Forty ანიმალიქზე აღნიშნავდა ვირს (jackass), ხოლო donkey - 40-ს.

ფაქტია, რომ არტიკლები ამ ენაში ოდნავ უცნაური იყო და, ინგლისურისგან განსხვავებით, მათ ენაცვლებოდა უფრო გრძელი სიტყვები. უცნობია, რეალურად რამდენად ფართოდ იქნა განვითარებული ეს ენა ორი დის მიერ, მაგრამ სიტყვათა რაოდენობა ალბათ არ იყო საკმარისი თუნდაც შექსპირის სათარგმნელად. მიუხედავად ამისა, ეს თამაშის მსგავსი რამ იყო. ასე მაგალითად, უბრალო სალანძღავი სიტყვის 'იდიოტი' მაგივრად შეიძლებოდა ცხოველის სახელის გამოყენება.

თავად ტოლკინი ასე აღწერს ანიმალიქს - 'ანიმალიქი იყო უკიდურესად მკვახე'. მიუხედავად ამისა, ითვლება, რომ ანიმალიქი იყო ჯონის ერთ-ერთი პირველი შეხება გამოგონილ ენებთან, ან შეიძლება, სულაც პირველი. ამან, თავის მხრივ, დიდი გავლენა იქონია ნევბოშზე, მთლიანად ჯონის მიერ შექმნილ ენაზე.

ნევბოში

მას შემდეგ, რაც მეიჯორი ინკლდონმა დაკარგა ინტერესი ანიმალიქის მიმართ, ეს ენა, თითქოს და აორთქლდა. მაგრამ მისმა დამ, მერიმ, რამდენიმე მეგობართან ერთად დაიწყო ახალი ენის გამოგონება. მას ეწოდა 'ნევბოში' (Nevbosh), რომელსაც ასევე 'ახალ აბსურდს' უწოდებდნენ. ახალი მასში ის იყო, რომ ის ძველ აბსურდს, ანიმალიქს ჩაენაცვლა. მიუხედავად ამისა, თავისი სტილით ის ანიმალიქზე უფრო ნაკლებად აბსურდული იყო. ტოლკინი ამაყად იხსენებს თავის წერილებში, თუ როგორ იყო 'ნევბოშურად მოსაუბრე სამყაროს წევრი'.

ტოლკინის ბიოგრაფ ჰემფრი კარპენტერის ნაშრომებიდან ცნობილი ხდება, რომ ჯონსა და მერის ამ ენის შემუშავებაში საკმაოდ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი. მიუხედავად ამისა, ჯონის მონათხრობი განსხვავდება. ის აღიარებს, რომ მისი როლი აქ უფრო მოკრძალებული იყო, თუმცა ლექსიკონიც გაამდიდრა და წარმოთქმაც დახვეწა.

ასე თუ ისე, ნევბოში ტოლკინისათვის იყო პირველი მნიშვნელოვანი ენა, თუ ჩავთვლით ანიმალიქის არასიცოცხლისუნარიანობას. ერთადერთი ტექსტი ნევბოშზე მოცემულია ჰემპფრი კარპენტერის მიერ გამოქვეყნებულ ტოლკინის ბიოგრაფიაში:

Dar fys ma vel gom co palt 'hoc

pys go iskili far maino woc?

Pro si go fys do roc de

Do cat ym maino bocte

De volt fac soc ma taimful gyróc!'

იყო ერთი მოხუცი ადამიანი, თქვა 'როგორ
ვათრიო ჩემი ძროხა?
ასეთ რამეს თუ მკითხავდნენ
მისი ჩატენვა ჯიბეში
მეტად საშინელი ამოცანა იქნებოდა

(თარგმანი ინგლისურიდან, ავტორი - Olorin)

ამ ლექსიკონის მთავარი ღერძია სამი ენა - ინგლისური, ლათინური და ფრანგული.
ტოლკინი აღნიშნავს, რომ სიტყვების გაფუჭებისას ბავშვები ინტუიციით ფონეტიკის ელემენტარულ პრინციპებს იყენებდნენ. ანუ გამოიყენებოდა ბევრი ერთნაირი ჟღერადობის სიტყვა. get შეიძლებოდა cat ყოფილიყო, ან to - do, there - dar, in - ym. დაბოლოება - ow ხდებოდა oc, how - hoc, row - gyroc (თუმცა უცნობია, საიდან იქნა მოტანილი წინსართი gy).

მაგრამ უფრო გვიანდელ წლებში ტოლკინი მიიჩნევდა, რომ ნევბოში კოდია და არა ენა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე სიტყვა არ არის უბრალოდ არსებულების გაფუჭება. ასეთები იყო iski-li (possibly) ან lint (quick). ასე თუ ისე ჟღერადობების აღრევამ ტოლკინი მესამე ენამდე, ნაფარინამდე მიიყვანა.

ნაფარინი


O Naffarínos cutá vu navru cangor luttos ca vúna tiéranar, dana maga tíer ce vru encá vún' farta once ya merúta vúna maxt' amámen.


ამ წინადადების მნიშვნელობა ალბათ არავისთვის არიც ცნობილი, გარდა მისი შემადგენელი სიტყვისა vru (vrú) - 'ოდესმე'. ტოლკინი იძლევა ამ ენის კარგ მაგალითს 'მონსტრებსა და კრიტიკოსებში'.
ნაფარინზე მუშაობა ჯონმა დაიწყო მას შემდეგ, რაც ნევბოშმა საკუთარი თავი ამოწურა და წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ამ ორ ენას გარკვეული რამ საერთო ჰქონდა - მაგალითად, ის, რომ ორივე ვიწრო წრეში გამოიყენებოდა. უფრო მეტიც - ნაფარინი მხოლოდ ჯონის ფიქრებსა და ჩანაწერებში აღიბეჭდა. ახალგაზრდა ტოლკინს ეს ენა სხვისთვის არასოდეს უსწავლებია. თავის წერილებში ის აღნიშნავს, რომ თავდაპირველად სურდა ნაფარინის გავრცელება, მაგრამ ასე არ მომხდარა და, შესაძლებელია, მიზეზი იყოს მისი მორიდებულობა და ფიქრი იმაზე, რომ ენით არავინ დაინტერესდება.

ნაფარინი უბრალოდ ენა იყო, მას არავითარი მითოლოგია არ ახლდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს იყო დიდი ნახტომი მომავალში. ამ შემთხვევაში, ტოლკინმა პირველად თავისი მცდელობების ისტორიაში შექმნა ენა, რომელშიც შეკრა ჟღერადობა და მნიშვნელობა. ასე რომ, წინა ენებისგან მას განასხვავებდა უფრო მყარი სახე. მიუხედავად ყველაფრისა, როგორც უკვე ითქვა, ნაფარინზე არსებულ სიტყვათა მნიშვნელობა თითქმის უცნობია. დადგენილია მხოლოდ მათი მცირე ნაწილი
ნაფარინის ფონეტიკური სტილი განაპირობა ლათინურისა და ესპანურის ელემენტებმა. ამ შემთხვევაში პროფესორი ერიდებოდა ტიპიურ ინგლისურ ბგერებს - w, th და sh.

ტოლკინი თავად გვაწვდის ინფორმაციას, რომ ნაფარინი საკმაოდ არასამართლიანად გაანადგურა (1931 წლის წერილში ამას სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს). მაგრამ ელფური ფორმები უკვე იჩენენ თავს. ჯონის ლინგვისტური გემოვნება იხვეწებოდა, სიტყვების დიდი ნაწილი უკვე ახლოს იყო ქუენიასთან, რომელიც შუამიწეთის ციკლის განუყრელ ნაწილად იქცა. ანუ ტოლკინის მიერ გამოგონილ სხვა გვიანდელ ენებში შეიჩნევა პირდაპირი კავშირი ნაფარინთან - ასე მაგალითად, ნაფარინული vru ქუენიაზე არის voro. ნაფარინი იმალება სინდარულშიც, ვანიარულშიც, ვალარინშიც და ტელერინშიც, ისევე როგორც სხვა ენებში.


არდას ენების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ სტატიებში



სტატია შედგენილია საიტის Ardalambion მასალების მიხედვით.
 

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

მაშინ აღაპყრო მორგოთმა გრძელი ხელი დორ-ლომინისაკენ, დასწყევლა ჰურინი და მორვენი და მათი შთამომავლობა, და თქვა: ’ისმინე! ჩემი ფიქრების წყვდიადი მოიცავს მათ, სადაც არ წავლენ, ჩემი ზიზღი გაჰყვება სამყაროს აღსასრულამდე’.

ჰურინის შვილები


Tolkien.ge