ardahist3333არდას ისტორია, ყველა იმ მოვლენით, რომელიც უმთავრესია ამ დიდ ჯაჭვში, თხრობითი სტილის დაცვისას და სრულად გადმოცემის შემთხვევაში შეადგენდა მრავალ გვერდს. რათა მკითხველს მოკლედ გავაცნოთ მთავარი მოვლენები მის ისტორიაში, გთავაზობთ ქრონოლოგიას, რომელიც იყოფა ეპოქებად.


დასაბამიდან

სამყაროს შექმნის პირველ წერტილად ითვლება აინურთა ბგერები, სიმღერები. როგორც ყოველთვის, ერთ-ერთის ქმედება ზედმეტია - და ეს არის მელკორის მიერ შემოტანილი დისონანსი მელოდიაში, რომელიც სიმბოლურია და ასოცირდება ყოველივე ცუდთან, რაც ბოროტ ძალას მოაქვს.იქმნება დიდი არდა - სამყარო, რომელშიც შემდგომში ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა რასები და არსებები. სამყაროს ჯერ დიდი და მძიმე გზა აქვს გასავლელი. მელკორი კი, მორგოთად წოდებული, უდიდეს ზიანს აყენებს მას. რა თქმა უნდა, მთელი ამ პერიოდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა სილმარილების შექმნა. ამავე დროს შეიქმნა ორი დიდი მანათობელი - მთვარე და მზე, მანამდე კი ყველაფერი ვარსკვლავებით მოცული იყო.
ვრცლად

I ეპოქა

ეს იყო მორგოთის გაძლიერების მნიშვნელოვანი ეპოქა. ანგბანდი, მისი სამფლობელო ბოროტების ნამდვილ კერად იქცა.
მაგრამ ამ პერიოდში აღსანიშნავია არდას ისტორიაში ნოლდორთა წვლილიც და არა ერთი გმირული საქციელიც - მათ შორის დაუვიწყარია ფინგოლფინის გმირობა. ეპოქა აღსანიშნავია გონდოლინისა და ნარგოთრონდის აშენებითაც.
ბელერიანდმა კი ამ დროს არაერთი დამარცხება განიცადა და მორგოთიც არდას ამ ნაწილს ისე ეთამაშებოდა, როგორც სურდა. ეს ყველაფერი არდას პირველი ეპოქაა.
ვრცლად

II ეპოქა

არდას ისტორიის მეორე ეპოქა აღსანიშნავია კუნძულ ნუმენორის აღზევებით, რომელიც დაღუპა მისი მმართველის, არ-ფარაზონის დაუფიქრებელმა საქციელმა და ვაზირად შეფარებული საურონის ხრიკებმა. ასევე აღსანიშნავია ელენდელის მმართველობა და, რაც მთავარია, შუამიწეთის ათვისება. შემდგომში სწორედ აქ მოხდა საურონთან ერთ-ერთი დიდი შერკინება, რაც ისილდურის მიერ მისი ბეჭდის მითვისებით დასრულდა. ბეჭდის განადგურება კი შემდეგ ეპოქაში მთავარ მიზნად იქცა მთელი შუამიწეთისათვის.
ვრცლად

III ეპოქა

ვის იცოდა, რომ ბილბო ბეგინსის მიერ ნაპოვნი ბეჭდით დაიწყება შუამიწეთის ისტორიაში ცვლილებების ხანა? ყველას მიაჩნდა, რომ მოგზაურობიდან იგი დიდი ნადავლით დაბრუნდა. ვინ იფიქრებდა, რომ შუამიწეთის ბედს რაღაც პატარა ბეჭედი განაგებს? არავინ იცის, რა მოხდებოდა, რომ არა გოლუმისა და ბილბოს შეხვედრა, შემდგომში კი გენდალფის მხრიდან ბეჭდების ისტორიაში მონაწილეობა.
არდას არსებობის მესამე ეპოქა აერთიანებს 2941 წლის ბილბოს ცნობილ მოგზაურობას, ამ მოგზაურობის პრეისტორიებს, ფროდოს გმირობას, ბეჭდის საძმოს დიად ისტორიას, საურონის უკანასკნელი საყრდენის დანგრევას, შაირის სარუმანის მიერ აოხრებასა და ბოროტების ბატონობის დასასრულს - რომ არაფერი ვთქვათ ელესარის, შუამიწეთის ერთ-ერთი საუკეთესო მმართველის მეფობას.
ვრცლად

IV ეპოქა

ამ ეპოქაზე ვრცელი ინფორმაცია ნაკლებად მოიპოვება. ჩვენამდე მეტწილად მოაღწია ცნობილი პიროვნებების დაბადების/გარდაცვალების თარიღებმა.
მეოთხე ეპოქა დაიწყო საურონის დამარცხების შემდეგ. არნორისა და გონდორის აღორძინებისთანავე ელფებმა დაიწყეს შუამიწეთის დატოვება, ყველაფერი ადამიანთა ხელში გადავიდა.
ამასთან, პროფესორის თქმით, მესამე ეპოქისა და ჩვენი დროის XX საუკუნის შორის დაახლოებით 6000 წელი იყო, ხოლო 1958 წელს, მისი გამოთვლებით, უკვე უნდა ყოფილიყო V ან VI ეპოქა.
ვრცლად

პერსონაჟების სარჩევი

აინურები ელფები ადამიანები ჯუჯები ორკები ჰობიტები ცხენები/პონები დრაკონები სხვა პერსონაჟები

მეგობარი საიტები

SinCopy34

ციტატები

ეს ნიშნავს, - თქვა მან, ’ბნელი წყვიადის მბრძანებელს. რადგან მეც, ნინიელ, ვიყავი წყვდიადით მოცული, რომელშიც ჩემთვის ძვირფასი რამ დავკარგე, მაგრამ, ვფიქრობ, ახლა უკვე გადავლახე იგი.

ჰურინის შვილები


Tolkien.ge